პროტესტი

მინსკში დასრულდა რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია

ბელორუსიის დედაქალაქში ოპოზიციამ გამართა საპროტესტო აქცია, რომელიც ხელისუფლებისგან არ იყო სანქცირებული. აქციამ ჩაიარა მშვიდობით და დაჭერების გარეშე.

საპროტესტო აქცია მიმართული იყო მინკის რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ.

წინა ღამით, ოქტომბრის მოედანზე, რესპუბლიკის სასახლის მახლობლად, მსგავსი უნებართვო აქცია დაიწყო. უფლებადამცველების თქმით, აქციის პიკზე, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მასში მონაწილეობსდა 1,6 ათასი ადამიანი. სამართალდამცავებს არავის დაუკავებია, მაგრამ მოქალაქეებს აფრთხილებდნენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე უნებართვო მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

მიმდინარე აქცია ოქტომბრის მოედანზე, პარასკევის საპროტესტო აქციების გაგრძელება იყო, რომლებიც, ოპოზიციის მონაწილეების თქმით, ბელორუსის და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის სანკტ-პეტერბურგში შეხვედრას დაემთხვა.

აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს, რომ დაიცვან ბელორუსის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წაიკითხეს აგრეთვე რესპუბლიკის კონსტიტუციის რამდენიმე სტატია სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ოქტომბრის მოედანზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო, მაგრამ დაკავებები არ მომხდარა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ხმაური და დაძაბულობა თბილისის საკრებულოსთან

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში ოპოზიციის აქცია-მსვლელობა ექცესებით დაიწყო (Live)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი