სკანდალი

ბოკერიას ჯერიც დადგა

ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.»გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით,» — აცხადებენ უწყებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შალვა თადუმაძემ 1993 წელს იმ ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა

Joni Kvaracxelia

ხონის ფსიქიატრიულში ცემით მოკლული 45 წლის პაციენტი

«ღარიბაშვილის ფრთა ისევ დამარცხდა !»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი