კრიმინალი

Youtube-s ოფისთან სროლის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი

სამშაბათს, აშშ-ს ქალაქ სან-ბრუნოს Youtube-ს ოფისში შევარდა ერთი ადამიანი და პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი ადგილზე მოიკლა.  ის კალიფორნიის მკვიდრი ქალბატონი ნასიმ აგდამი გახლავთ. ასევე ირკვევა, რომ თავდამსხმელი, რომელიც Youtube-ს შტაბ ბინაში შევარდა, რომელიც შავებში ჩაცმული იყო, არანაირი კავშირი Yuotube-სთან არ ქონდა.

სამართალდამცავების თქმით, სროლის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, ისინი გადაყვანილია ადგილობრივ ჰოსპიტალში. სამი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

საინფორმაციო საშუალებების თქით, სროლა ჩხუბის შედეგად ატყდა და მას არანაირი კავშირი ტერორიზმთან არა აქვს.

დაშავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გიორგი რურუას ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის გამო დაკავებულებს, პატიმრობა შეეფარდათ

ბუნებრივი აირით თბილისში ახალგაზრდა ქალბატონი დაიღუპა

პროკურატურამ თბილისში, მუხიანის დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი