დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ევროპული საქართველოს ლიდერებს თავს დაესხნენ.
საპასპორტო კონტროლი შემდეგ გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს ორი მოქალაქე დაესხა თავს. თუმცა პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდა, როცა ყველაფერი თითქმის დამთავრებულიყო. შსს-ს ინფორმაციით თავდასხმაში მონაწილე პირები გადაყვანილია შინაგან საქმეთა სამინიტროში, დაკითხვაზე.
გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ თავდასხმა დაგეგმილი და დადგმული იყო დღევანდელი ხელისუფლების მიერ — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თავდასხმას გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელიაც. მსგავსი ქმედებებით ბიძინა ივანიშვილი დააჩქარებს მის და მისი გუნდის დამთავრებას — აცხადებს ნიკა მელია.
დაზარალებული გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ამ დრომდე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში.