მსოფლიოში

გარდაიცვალა ჯგუფი „როქსეტის“ (Roxette) სოლისტი მარი ფრედერიქსონი

ჯგუფი „როქსეტის“ (Roxette) სოლისტი მარი ფრედერიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვედი მომღერლის გარდაცვალების შესახებ უცხოური მედია წერს.

მედიის ცნობით, მომღერალი 9 დეკემბერს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 2002 წელს მას ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. მომღერალს ოპერაცია ჩაუტარდა. 1980 და 1990-იან წლებში როქსეტი იყო მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი, რომელიც პოპ მუსიკას საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა. ჯგუფის სიმღერები განიცდიდა The Beatles-ის, ბლონდის, ჯონი მიტჩელისა და არეთა ფრანკლინის გავლენას.

1991 წელს დუეტი უკვე გამოდიოდა მრავალათასიან სტადიონებზე მსოფლიოს გარშემო. 1992 წლის ალბომი Tourism: Songs from Studios, Stages, Hotelrooms & Other Strange Places იქცა ნამდვილ მოვლენად შვედეთში.

დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომებისა და სინგლების დაახლოებით 75 მილიონი ასლი.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის მდგომარეობა ნიდერლანდებში

ბელორუსიაში საინფორმაციო სააგენტოებზე წვდომა შეზღუდულია

კონგრესმენები ბაიდენს საქართველოსა და უკრაინისთვის მოკავშირის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ

დატოვე კომენტარი