განცხადებები

«კარგად მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან პუტინთან პირველი შეხვედრის წინ მე მოსკოვში ეკლესიაში წავედი და დიდი ხანი ვლოცულობდი»-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უიკრაინული ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის გადაცემაში განაცხადა:

«პუტინის უკან რუსეთი დგას, რადგან მან მოკლა ოპოზიცია. იქ პუტინს ყველა ეთანხმება, რაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა ყველა ხელებს ზევით სწევს და შესაბამისად, მას ავტომატური მხარდაჭერა აქვს. აქეთ მხარეს კი, არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც იქ მიდის მოლაპარაკებებზე და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ასეთ შემთხვევაში? მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ წინასწარვე ვთქვათ, რომ ეს არის კაპიტულაცია. პრეზიდენტ ზელენსკის კი კაპიტულაციის და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. არც ერთი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ერთ მხარეს არის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც 100-პროცენტიანი ფორმალური მხარდაჭერა აქვს და მეორე მხარეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომლის შემთხვევაში ხალხი მაიდანზე უკვე ბიოტუალეტებს ამზადებს და ამბობს, რომ ყველაფერი ცუდადაა. მინდა დავსვა კითხვა, ეს ასუსტებს თუ არა უკრაინის პოზიციას. თუ მოლაპარაკებებზე უკრაინა დამარცხდება, მასთან ერთად მთელი უკრაინა დამარცხდება.

კარგად მესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რადგან პუტინთან პირველი შეხვედრის წინ მე მოსკოვში ეკლესიაში წავედი და დიდი ხანი ვლოცულობდი, რომ შეხვედრა წარმატებული ყოფილიყო. მაიდანზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ, რომ შეხვედრა წარმატებული იყოს. ეს იქნება ღირსეული პოლიტიკა. თუ პუტინი დაინახავს, რომ ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი ერთად დგას და ლოცულობს, მიხვდება, რომ მას გაერთიანებულ უკრაინასთან აქვს საქმე», – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ტრადიციების მატარებელი მოქალაქეები გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე ეს რუსის ბნელი ადამიანი»-გიორგი ბარამიძე

«უკრაინაში, კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ , მაგრამ გული გახეთქვაზე მაქვს…სამშობლოს ვკარგავ რეალურად»

Joni Kvaracxelia

«შსს გამოფხიზლდა და მინდა მადლობა გადავუხადო, სწორად მიჰყავთ გამოძიება ამ ეტაპზე»

დატოვე კომენტარი