ოლიგარქიულმა რეჟიმმა ერი გაამათხოვრა

0
119

სახელმწიფოში  ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რეჟიმის შეცვლა მოსახლეობაში  წლების მანძილზე დაგროვილი უკმაყოფილების შედეგად ვლინდება, რასაც თავისთავად მოჰყვება შედეგი ხელისუფლების ცვლილების სახით.  დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად ამ გზის ბოლოს დგას და მიუხედავად იმისა რომ ამას არ აღიარებს მაინც არის შიში ძალაუფლების დაკარგვისა რაც ასევე მიუთითებს იმაზე რომ უკვე დასასრულის დასაწყისია. სახელმწიფომ დაკარგა თავისი არსობრივი დანიშნულება, როგორც საგარეო ასევე საშინაო მიმართულებით. ეკონომიკა ყველა მონაცემებით უკვე არ არსებობს ჯანსაღი სახით, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები ჩამოშლილი და დემორალიზებულია, როგორც მთლიანად სახელმწიფო. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო დასახელებულია, იმ ქვეყნებს შორის სადაც შავი ფულის გათეთრება ხდება. გამეფებულია  ნეპოტიზმი, კორუფცია, სახელისუფლო რგოლი დაყოფილია მაფიოზურ კლანებად, ამ დროს კი მოსახლეობა შიმშილობს, სიღარიბის დონე მატულობს, ჩვენს ირგვლი ბავშვებს შიათ, მშობლებს კი ამ სიდუხჭირის ფონზე მოშლილი აქვთ ფსიქიკა. ამ სიღატაკის შედეგად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 700-მდე ბავშვი იღუპება. ამასთანავე, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი კი არასრულფასოვნად იკვებება.  დემოგრაფები ხშირად აღნიშნავენ საქართველოში შობადობის შემცირებისა და ახალგაზრდების მიგრაციის შესახებ, თუმცა ბოლო პერიოდმა აჩვენა ის რომ მოსახლეობა მასიურად ტოვებს საქართველოს. ესაა მწარე რეალობა იმ ქვეყნისა რომელსაც ოლიგარქი მართავს და ყოველი დღე მის პირობებში ქვეყანა ინგრევა. ოლიგარქიულმა რეჟიმმა ერი გაამათხოვრა და სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობა წაართვა. ოკუპანტები  ნაწილ ნაწილ იტაცებენ ჩვენს ტერიტორიებს და ქვეყნის სიღრმეში შემოდიან და საპასუხოდ კი მხოლოდ მოღალატეობრივი დუმილი. როდესაც სახელმწიფო მიდის ხალხის წინააღმდეგ, ხალხისგან მიიღებს სამართლებრივ არაძალადობრივ წინააღმდეგობას !

შესაძლებელია, ზოგს არაძალადობრივი ბრძოლა საეჭვოდ და უსუსურად მოეჩვენოს. მაგრამ არაძალადობრივი ბრძოლა, გარკვეული პარამეტრებით, ძალადობის გარეშე წარმოებული ომია, რომელსაც დაგეგმვა, შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა ესაჭიროება.  წინასწარ განსაზღვრული, გაანალიზებული და სისტემატურად შემუშავებული სტრატეგია მნიშვნელოვნად ზრდის არაძალადობრივი წინააღმდეგობისას  გამარჯვების მოპოვების შანსს.

ოლიგარქიული რეჟიმი როგორც არაკონსტიტუციური მოვლენა უნდა დაინგრეს ! ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივად  და თავისუფლად  მოაზროვნე ადამიანების უფლება და  მთავარი მიზანი, მათი და მათი შვილების მომავლის გადასარჩენად. რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, საერთაშორისო  პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვა საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტებით.

ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ