სხვადასხვა

მოესწრება თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ახალი წლისთვის?

ქალაქ თბილისის მერიის პრესასმსახური ავრცელებს ინფორმაციას: «დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც თაქთაქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები დაიწყო, ასევე, მოირეცხა ტროტუარები.» — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერის თქმით, 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. 8 იანვრიდან კი საგზაო სამუშაოები ვაკის პარკამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია.

„შუქნიშნები დაიდგმება და მოძრაობა აღდგება ისე, როგორც ეს გამზირის რეაბილიტაციამდე იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ტოტუარების მოწესრიგებას და გამწვანების სამუშაოებს. საგზაო სამუშოები კი 8 იანვრიდან განახლდება და ვაკის პარკამდე გაგრძელდება“, — თქვა კალაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ზუგდიდში საბავშვო ბაღი იწვის-ბაღიდან უვნებლად 28 ბავშვი გაიყვანეს (ვიდეო)

მაშველებმა ქუთაისში გოგონა თვითმკვლელობას გადაარჩინეს-იხილეთ დეტალები

»სიკეთე რა არის ერეკლე?-საჭმელი. მეზობელს საჭმელი ვთხოვე და იმანაც ცივი მჭადი მომცა»-პატარა ბავშვებს დახმარება სჭირდებათ (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი