ესტონელი მომღერალი ევროვიზიის შესარჩევ ტურზე საქართველოზე სიმღერით გავიდა (ვიდეო)

0
110

ესტონელმა მომღერალმა ყველასთვის მოულოდნელად ევროვიზიის შესარჩევ ტურზე სიმღერა საქართველოს მიუძღვნა, რამაც მაყურებალსა თუ ჟიურიში გაკვირვება გამოიწვია.

ეგერთ მილდერის თქმით მან საქართველოში სამი წელი იცხოვრა და ისე შეუყვარდა, რომ ის ცხოვრების ნაწილიც კი გახდა.

“ეს ულამაზესი ქვეყანაა, თავისი უზარმაზარი მთებით, ცხვრის საოცარი ფარებით, რომლებიც მინდვრებში დადიან, ძროხებით, რომლებიც გზებზე წვანან, უგემრელესი კერძებითა და ღვინით, უთბილესი ხალხით და საერთოდ ყველაფრით, რაც მასთან ერთად მოდის. საქართველო მაგიური ქვეყანაა და არ შემიძლია სიტყვებში ჩავატიო ყველაფერი,” – აცხადებს მომღერალი მათთვის, ვინც ეკითხება, თუ რატომ გადაწყვიტა ევროვიზიაზე აღნიშნული სიმღერით წარდგენა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ