ქართული ოცნების ცენტრლურ ოფისში დასრულდა პარტიის სხდომა

0
63

ქართული ოცნების ცენტრლურ ოფისში დასრულდა სხდომა რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა სხდომის დასრულების შემდგომ მამუკა მდინარაძემ მედიასთან გააკეთა კომენტარი: “მე არ მგონია, რომ შეგროვდება ნახევარი მილიონის ან მილიონის ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე. ყველა სისტემა არის ლეგიტიმური, ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოს პირობებში, მე არ ვფიქრობ და გუნდიც არ ფიქრობს ასე”, მამუკა მდინარაძის თქმით იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ინიციატივას გუნდში მხარდაჭერა არ ექნება, არაერთი საუბარი ჰქონდათ: “ისინიც კარგად აცნობიერებენ ამას და ამბობენ, რომ გავალთ ხალხში შევაგროვებთ ხელმოწერებს, გვექნება 200 ათასი ხელმოწერა, რომელიც აიძულებს საქართველოს პარლამენტს განიხილოს ეს ინიციატივა. მე ამის მოლოდინი არ მაქვს. შესაძლებელია შეაგროვონ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობა, თუმცა საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილების რესურსი არ არსებობს, მით უმეტეს თუ საუბარია სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე”.

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ