განცხადებები

იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს

„შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს“, ამიტომ ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისა და ძალადობისგან: „ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“ — აცხადებს რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების მიერ ქუთაისში დანიშნული აქცია-მსვლელობა 14 საათზე უნდა დაიწყოს.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ევროპა პირველივე ხელსაყრელ ვითარებაში ტრადიციულად მიგვაყიდის…»-ნათელაშვილი

რუსეთის ქართული დიასპორა ღია წერილით მიმართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს

Joni Kvaracxelia

«შავ ზღვაზე ისევ ვხედავ ამერიკულ გემებს…უფლის მახვილი არ დაგინდობთ საქართველოს მოღალატეებს»-ლელა კაკულია

დატოვე კომენტარი