დავით ზალკანია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 26-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

0
91

დავით ზალკალიანმა ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ილაპარაკა ბრატისლავაში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 26-ე სესიაზე გამოსვლის დროს: “„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს. ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების შემთხვევა.

ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტური დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება და საოკუპაციო ძალის მხრიდან გრძელდება ინტენსიური მილიტარიზაცია, რაც ადგილზე ვითარების კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას ახდენს: „უფრო მეტიც, საოკუპაციო ძალა კიდევ უფრო წინ მიიწევს საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები: „საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განუხრელად განაგრძოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი დემოკრატია. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები და სიკეთეები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებსაც გავუზიაროთ“. ბრატისლავაში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი 5 დეკემბერს შეხვდა ლიეტუვის, პოლონეთის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ