სხვადასხვა

საჯარო ლექცია «პარლამენტში»

დღეს პოლიტიკურ ბარ “პარლამენტში”, რომელიც ქიაჩელის 14-შია განთავსებული, გაიმართა ამერიკელი ექსპერტის, ქრისტინა პუშაუს საჯარო ლექცია არატრადიციულ ფორტმატში, რომელიც ეხებოდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ასევე საქართველოში მყოფი ამერიკის მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დღეს შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ paqtebi.ge-ს წარმომადგენლები: ჯონი კვარაცხელია და თამარ ქუთათელაძე ასევე ემიგრანტთა გაერთიანება “ერთად სახლშის” ხელმძღვანელი, მიხეილ ყაფლანიშვილი, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა.

შემდეგი შეხვედრა გაიმართება 8 დეკემბერს რეგიონში, კერძოდ შიდა ქართლში. როგორც ქრისტინა პუშაუმ აღნიშნა მსგავსი ტიპის შეხვედრებს ის და მისი არასამთავრობოს წევრები ხშირად გამართავენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ ქრისტინა პუშაუ ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია”NLi” ( ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა).

ფოტოები იხილეთ აქ…

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

”მე შენთან ვარ უკუნითი უკუნისამდე“

სასწრაფოდ! ქუთაისში სტადიონზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული(ვიდეო)

ხუთმა ქართველმა იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა

დატოვე კომენტარი