20 ყველაზე მოულოდნელი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ

0
106

ადამიანის სხეული სავსეა საიდუმლეობებით. საკუთარ თავზე ყოველდღე ვგებულობთ რაღაც ახალს, ზოგჯერ ძნელად დასაჯერებელ ფაქტებზე ჩვენი ორგანიზმის შესახებ, თუმცა დაჯერება მოგვიწევს, რადგან ისინი დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით და ოფიციალურად დაფიქსირებულია.

1. მოწევა იწვევს სტრესს

სტრესისგან მწეველები უფრო მეტს განიცდიან, ვიდრე ერთად აღებული ისინი ვინც არასდროს ეწეოდნენ და ვინც თავი დაანება მოწევას.

2. ბევრი მუშაობა საზიანოა

ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან მუშაობის ან ტელევიზორის ყურების დროს, ხშირად განიცდიან მუდმივი დაღლილობის სინდრომს.

3. ჯდომა ან არა ჯდომა

ჯდომით შარდვა ხელს უწყობს ბუშტის სრულ დაცლას, ამცირებს პროსტატიტის ალბათობას და საშუალებას გაძლევთ ხანგრძლივი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრებას.

4. ძილის წინ ჩახუტება კარგია

კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის წინ ჩახუტება ძალიან სასარგებლოა. ეს ეხმარება სხეულს მოდუნებაში და ასევე აფერხებს აზროვნების პროცესს, რაც ხელს უწყობს დაიძინოთ იოლად. დილის კოცნა კი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტრესისგან გამოწვეული დაავადებები. დილით, კოცნა გვავსებს ჰარმონიით და გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

5. შოკოლადი გონივრულს გხდით

დადასტურებულია, რომ შოკოლადი გეხმარებათ გაიძლიეროთ თქვენი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

6. მეგობრები აძლიერებენ იმუნიტეტს

მარტოობა ასუსტებს იმუნურ სისტემას. თქვენს ცხოვრებაში მეგობრებმა და ახლობლებმა თქვენს ცხოვრებაში უბრალო ყოფნით, შეიძლება გაზარდონ თქვენი იმუნიტეტი 60 პროცენტით.

7. შაქარი ჭრილობებს კურნავს

თუ ჭრილობას მოაყრით შაქარს, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ შეხორცების პროცესი.

8. დარდი არის ცუდი

ვიღაცაზე დარდი ცუდია თქვენი ჯანმრთელობისთვის – ამან შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. ძვირფასისგან შორს ყოფნის უკმაყოფილების გრძნობა ღამით გაღვიძებას იწვევს.

9. ალუბალი კიბოს წინააღმდეგ

ალუბლმა შეიძლება გამოიწვიოს კიბოს უჯრედების თვითგანადგურება.

10. გაზიანი სითხე – კბილების მკვლელი

სოდა ანადგურებს კბილებს ისევე, როგორც მეტამფეტამინი ან კოკაინი.

11. ისაუბრეთ პრობლემებზე

ადამიანები, რომლებიც იშვიათად უჩივიან პრობლემებს, უფრო ხშირად განიცდიან სტრესს, შფოთვას და დეპრესიას. სტრესი ხშირად განიხილება “ჩუმ მკვლელად” – ის იწვევს გულის დაავადებას, არტერიულ წნევას, ტკივილებს გულმკერდის არეში და ადრეულ სიკვდილს.

12. გულის ნაცვლად

არსებობს მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს გული სხეულში; თუმცა გვერდითი მოვლენა შეიძლება გახდეს პულსის ნაკლებობა, რომელსაც მეცნიერება ჯერჯერობით ვერ უმკლავდება.

13. ტკაცუნი არ არის საზიანო

თითების ძვლების ტკაცუნი არ აზიანებს ძვლებს და არ იწვევს ართრიტს. ტკაცუნი, რომელიც თქვენ გესმით არის გაზის ბუშტების ფორმირების (არა ძვლების ტეხვის) ხმა.

14. მკურნალი კატა

თუ თქვენს სახლში კატა ცხოვრობს, მაშინ თქვენში გულის დაავადებების რისკი ორმოცი პროცენტით მცირდება, ხოლო მოულოდნელი ინსულტები – ოცდაათიით. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ კატებისადმი გადაჭარბებულმა სიყვარულმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური დაავადება, რომელსაც შესაძლებელია თვითმკვლელობაც მოჰყვეს.

15. აგვისტო საშიშია

“მკვლელების სეზონი” – ეს ბრიტანელი ექიმების ტერმინია. ამ ტერმინში ისინი აგვისტოს გულისხმობენ, როდესაც ექიმები, რომლებმაც ინსტიტუტი ახლახან დაამთავრეს, საავადმყოფოებში მოდიან. სამწუხაროდ, უკრაინაში, ნებისმიერ თვე შეიძლება ჩაით “მკვლელების სეზონად”.

16. გამოიძინეთ

თუ ოთხი საათზე ნაკლები ან ათზე მეტს იძინებთ, რისკის ქვეშ ხართ და შეიძლება ადრე მოკვდეთ.

17. სიყვარული შხამია

ურთიერთობის შეწყვეტა ადვილი არ არის, რადგან ამ დროს სხეული და ტვინი განიცდის ერთგვარ „დარღვევას“. ეს არის ნარკომანიის მსგავსი. ჩვენ სიყვარულზე დამოკიდებულნი ვხდებით.

18. ე.წ. პოხმელიეს მოულოდნელი საშუალება

ბანანის რძიანი კოქტეილი მშვენიერი საშუალებაა ე.წ. პოხმელიესგან გამოსაყვანად.

19. ნუ დაჯდებით პირდაპირ

სკამზე პირდაპირ ჯდომა ცუდია თქვენი ზურგისთვის. უნდა გადაიწიოთ უკან და დაჯდეთ 135 გრადუსიანი კუთხით.

20. ძვირად ღირებული არაფერს ნიშნავს

2008 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ადამიანი ექვემდებარებოდნენ დენის მტკივნეულ ეფექტს. ამის შემდეგ მათ შესთავაზეს “პლაცებოს” აბები. ზოგი ღირდა ათი ცენტი, ზოგი კი ორი დოლარი და ორმოცდაათი ცენტი. კვლევებმა აჩვენა, რომ ათ ცენტიანმა პლაცებომ  64% -ით შეამცირა ტკივილი, ხოლო ორ დოლარნახევრიანმა აბებმა 85%-ით. დასკვნა: ძვირადღირებული პლაცებო მუშაობს უკეთესად, ვიდრე იაფიანი.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ