სოცქსელი

«ხალხის კი არა ქვეყნის მმართველების ბრალია»

რა მინდა გითხრათ პატივცემულო საზოგადოება.

ენა როგორ გიბრუნდებათ ქართველი ხალხის და მითუმეტეს ქართველი ერის წინააღმდეგ?

დღევანდელ საქართველოს ჰყავს

20 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე,
20 წლის კალათბურთელი გოგა ბითაძე.
20 წლის მეცნიერი სალომე უროტაძე.
მათზე უკვე საუბრობს მსოფლიო.

მანამდე მათი წინა თაობა მსოფლიო დონის «ბრენდი» პროფესიონალები რომელთა გარეშე მსოფლიოს თავისი ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია

ხატია ბუნიათიშვილი.
ნინო სურგულაძე,
ანიტა რაჭველიშვილი.
ნინო მაჩაიძე,
პაატა ბურჭულაძე.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ა.შ.
სია დიდია ჩემო კარგებო.

ოღონდ არის ერთი მაგრამ, ყველა ჩამოთვლილი ჩვენი სახელოვანი ქართველი რეალიზდნენ დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ფასობს ტალანტი და შრომა, სადაც ადამიანებს აქვთ თვითრეალიზების გარემო.

ქართველი ერის ნიჭიერებაში განა ვინმეს ეპარება ეჭვი?

ჰოდა რატომ არ გვაქვს ჩვენ ტალანტების რეალიზების გარემო?

ეს არის მთავარი პრობლემა და ეს ხალხის კი არა ქვეყნის მმართველების ბრალია.

ტალანტს და ნიჭს არ აქვს მუშტები გზა რომ გაიკაფოს…
ტალანტი ჰგავს ყვავილს რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდება.

ხალხის ტალანტის რეალიზებაზე პასუხისმგებელია ერის ეროვნული ელიტები და მმართველები მხოლოდ და მხოლოდ.

დღეს კი სულაც ერის მტერი ელიტები და მმართველობა ჰყავს ქართველ ხალხს და ამას თუ ისევ ხალხს დააბრალებთ მტერს მხოლოდ გაუმყარდება ძალაუფლება ჩვენს ქვეყანაზე.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩემი სულიერი ძმა ნიკუშა რურუა…ცრემლები მახრჩობს…ხვალ მოდიოდა ჩემთან ევროპაში»-სააკაშვილი

«მეგრელი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზები არიანო.პ.ს. კაცებზე სიტყვაზე მენდობით თუ აქაც კოლაჟი აგაფაროთ სახეზე?»

«ჩაგქოლავენ,გაგატყავებენ,გაგინებენ,გადაგივლიან…»-გრიგოლია სამადაშვილზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი