პინგვინიც შეიძლება გენერალი გახდეს (ვიდეო)

0
79

იცით თუ არა, რომ ნორვეგიის არმიაში ჩვეულებრივი პინგვინიც კი შეიძლება გენერლის რანგამდე ავიდეს? მართალია, პინგვინი არ არის უბრალო, ის არის ედინბურგის სამეფოს ზოოპარკიდან. ნორვეგიამ პირველი პინგვინი ამ ზოოპარკს 1913 წელს აჩუქა. ნორვეგიის სამეფო გვარდია რეგულარულად ასრულებს ედინბურგის სამხედრო ორკესტრის აღლუმს. მესაზღვრე ნილს ეგგელიენი, ედინბურგის ზოოპარკში სტუმრობისას, დაინტერესდა სამეფო პინგვინების კოლონიით ნორვეგიიდან და შესთავაზა ერთ-ერთი მათგანი გაეხადა “პოლკის შვილი”. 1972 წელს პინგვინი გახდა ნორვეგიის სამეფო გვარდიის ოფიციალური თილისმა. მას ერქვა ნილს ულაფი – ნილს ეგელიენისა და ნორვეგიის მეფე ოვალ V- ის საპატივცემულოდ.

ნილს ულაფს მიენიჭა კაპრალის წოდება, ხოლო სამეფო მცველის ორკესტრების აღლუმზე ყოველი ახალი ვიზიტის მერე სამხედრო პინგვინს ახალი წოდებით აწინაურებდნენ. სამეფო გვარდიაში ახლა უკვე ნილს ოლაფ III  მსახურობს. წესის მიხედვით ყოველი მომდევნო პინგვინი სამხედრო მსახურებას იწყებს იმავე წოდებიდან, რაც მის წინამორბედს გააჩნდა. ახლანდელ ნილს ულაფს 2016 წელს ნორვეგიის სამეფო გვარდიის ბრიგადის გენერლის წოდება ედინბურგის ზოოპარკში გამართულ ცერემონიაზე მიენიჭა! სამეფო პინგვინმა, სერ ნილს ულაფმა (დიახ, დიახ “სერ” რადგან მას 2008 წელს რაინდის წოდება მიენიჭა), ღირსეულად დაიარა გვარდიის განაყოფი, დაათვალიერა მათი განლაგება და როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა!

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ