კრიმინალი

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს. ინფორმაციას დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 51 წლის გენადი ბესტაევი 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას, 9 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა ამოიღეს. 26 ნოემბერს ბესტაევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს. მათივე ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სკოლის მოსწავლე დაჭრეს, 2 ოპერაცია ჩაუტარდა-რა მოხდა წყალტუბოში?

roma sajaia

ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში მივიდა

სვანეთში ქალი დაჭრეს

დატოვე კომენტარი