პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

0
42

მხარეები ერთმანეთს თითქმის 6-თვიანი პაუზის შემდეგ შეხვდნენ. როგორც შეხვედრამდე ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნებოდა, თუმცა გრიგორი კარასინმა ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტებთან ისრები ჟენევის ფორმატისკენ გადაიყვანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ფორმატის დონეზე განგვეხილა გამოსავლის გზები იმ უსიამოვნო სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა ემოციური ხალხის გამოსვლებით თბილისში, ივნისსა და ივლისში. ამისათვის საჭიროა დაფიქრებული გადაწყვეტილებები, მეტი საუბარი პოზიტივზე. საერთო პრინციპებია, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას მივუდგეთ უფრო კონსტრუქციულად და პოზიტიურად, აღმოვაჩინოთ მასში არა აუცილებლად ნეგატივი, არამედ ვიპოვოთ ისეთი თემები, საკითხები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას, მაგალითად, ჰუმანიტარული კონტაქტები, ვაჭრობა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ