პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები – მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე – ახალ ფრაქციას ქმნიან. დეპუტატებმა ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შესაქმნელად საქართველოს პარლამენტს განცხადებით მიმართეს. ფრაქციას, რომელიც, დეპუტატების თქმით, არცერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს, მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. “ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. ფრაქციის წევრობა საშუალებას მისცემს თითოეულ დამოუკიდებელ დეპუტატს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, აირჩიოს მისთვის საინტერესო კომიტეტისა თუ დროებითი კომისიის წევრობა. ფრაქციის თითოეული წევრი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვისთვის. თუმცა ფრაქციის სახელით განცხადებები გაკეთდება მხოლოდ ფრაქციის ფორმატში შეჯერებული პოზიციების მიხედვით”, – ნათქვამია მომავალი ფრაქციის განცხადება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კანონიერი ქურდები და შეკრებები. უკრაინის რადამ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ახალი კანონი მიიღო

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სასტუმრო ბელტმორში გრძელდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი