დღეს ერაყში უშიშროების ძალებმა კიდევ სულ მცირე 28 მომიტინგე მოკლეს

0
37

დღეს ერაყში უშიშროების ძალებმა კიდევ სულ მცირე 28 მომიტინგე მოკლეს მას შემდეგ, რაც მათ ირანის საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს.

ქალაქ ნასირიაში ხიდის გადაკეტვის მცდელობისას უშიშროების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. კიდევ 4 მომიტინგე მოკლეს დედაქალაქ ბაღდადში, როდესაც მდინარე ტიგროსზე მდებარე ხიდთან ახლოს მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი და რეიზინის ტყვიები გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ნაჯაფში მდებარე ირანის საკონსულო ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებმა დაწვეს. “დატოვოს ირანმა ერაყი” – ასეთი იყო მათი მოთხოვნა

წყარო

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ