განცხადებებიპროტესტი

Amnesty International-ის შეფასებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

Amnesty International განცხადებას ავრცელებს პარლმენტთან მიმდინარე აქციებთან და სამართლდამცველთა ქმედებებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ამბობს, რომ 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული და აუცილებელი ზომა არ იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ მანიფესტაციის დროს ძალოვანმა უწყებებმა მაქსიმალურად უნდა ეცადონ და შეამცირონ ზიანი, სპეციალური საშუალებები კი გამოიყენონ დემონსტრანტების წინააღმდეგობის პროპორციულად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია. მათივე თქმით, სამართალდამცველებმა ძალა უნდა გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც იწვევს ან ჩართულია ძალადობრივ ქმედებებში. Amnesty International განცხადებაში განიხილავს 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლას და ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, მოქალაქეებს თავისუფალი და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება აქვთ. ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს პროპორციულად გამოყენებული ძალით, როდესაც ეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE:ზაზა სარალიძე პირდაპირ ეთერში

«მე გადამწონის ზურაბიშვილის ფაქტორი?! — ვარიანტი არ არის»

Joni Kvaracxelia

ჰონ-კონგში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გრძელდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი