რეალური და ქმედითი დემოკრატიული მეთოდი იქნება თუ დატოვებთ მანდატებს და შექმნით საპარლამენტო კრიზისს – მიმართვა ოპოზიციის დეპუტატებს

0
199

ოპოზიციას
როგორც უკვე ვთქვი მოთხოვნები არ არის საკმარისი, ამჯერად ბევრად მეტი ძალისხმევა არის საჭირო

ბოიკოტი და პიკეტირება არ არის ეფექტიური გზა.

რეალური და ქმედითი დემოკრატიული მეთოდი იქნება თუ დატოვებთ მანდატებს და შექმნით საპარლამენტო კრიზისს.

ეს უნდა გექნათ იმავე დღეს როგორც კი ოკუპანტი ქვეყნის მოვლენილმა გავრილოვმა წაბილწა პარლამენტი.

ამ ქმედებით ქვეყნის პარლამენტმა დაკარგა დამოუკიდებელი სტატუსი და მოხდა პარლამენტის მორალური, პოლიტიკური და იურიდიული დელიგიტიმაცია.

დელიგიმიტირებული პარლამენტის დეპუტატობა არის არამარტო სამარცხვინო, არამედ არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

ჰოდა პატივცემულო ოპოზიცია რეალურად თუ გნებავთ ასეთი ხელისუფლების გასტუმრება დატოვეთ მანდატები, ასე ხალხიც დაიჯერებს თქვენს გულწრფელობას და გამოგყვებათ.

ასე კი, ცალი ფეხით პარლამენტში ყოფნა და სასურველი შედეგის მიღება გამორიცხულია.

ოპოზიცია ზაფხულში ასე რომ მოქცეულიყო შემოდგომაზე უკვე არჩევნები გვექნებოდა.

ახლა კი ყინვაში ცივი შხაპი გვაქვს არჩევნების ნაცვლად.

თეიმურაზ ზაქრაძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ