განცხადებები

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და ის ვალდებულია მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო დროს, ხელისუფლების მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებაზე და მოუწოდებს მოუსმინოს ქართველ ხალხს.

„რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც რელიგიური ორგანიზაცია ვცდილობთ თავი შევიკავოთ ღიად ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებისაგან. თუმცა ვფიქრობთ ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება ჩუმად დარჩეს.

ამ ხნის განმავლობაში იმედს ვიტოვებდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნებოდა რაციონალური და ცივილური პასუხი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ პარლამენტის წინ, პარლამენტის წევრების იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩააგდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა.

ვფიქრობთ, პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები იქნებოდა საუკეთესო შანსი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეც, მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო შესაძლებლობა.

სხვა შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება უკვე გადავიდა ყველა რაციონალურ და ეთიკურ ზღვარს. მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, სამწუხაროდ მათი ფიზიკური დასახიჩრება და ბოლოს 26 ნოემბრის გამთენიისას მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა წყლის ჭავლითა და სხვადასხვა საშუალებით, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება ხელისუფლების არაადეკვატურ მოქმედებებზე.

ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი და ის ვალდებულია მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, გაიაზროს ქართველი ხალხის პროტესტის შინაარსი, გონივრული და რაციონალური ნაბიჯები გადადგას არსებული სიტუაციიდან გამოსვლისთვის.

იმედს ვიტოვებთ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ უკეთ გაიაზრებს სახელმწიფოებრივ პასუხიმგებლობას და მოუსმენს ხელისუფლების ლეგიტიმურ წყაროს საქართველოს მოსახლეობას.“ — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ შეიყვანეს სამხედრო მანქანები საპატრიარქოში?-განმარტება

roma sajaia

«ოქროს მოწმე შეიძლება ირანს გადასცენ,სადაც მას სიკვდილით დასჯიან !!!!! ჩვენ არ ვართ ქვეყანა და გვყავს მავნებლების ხელისუფლება!»-ელისო კილაძე

«ხმა «ოცნებას» უნდა მისცეო, თუ არ მისცემ დახმარებას მოგიხსნითო»-ქობულეთში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობენ(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი