პროტესტი

ოპერაცია «დაბოქლომება» რეგიონებში გაგრძელდა

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის დაბოქლომების შემდეგ გრძელდება ოპერაცია «დაბოქლომება». ამჯერად აქციების სერიამ რეგიონებში გადაინაცვლა. ამ დროისთვის „დაბოქლომების“ აქცია უკვე გაიმართა გურიაში, ლაგოდეხში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაშურში, ახალციხეში, ახალქალაქში, თბილისში, თელავსა და რუსთავში. აქტივისტები აბოქლომებენ იმ მაჟორიტარების ოფისებს თუ საჯარო ობიექტებს, რომელნიც ქართული ოცნების ინტერესებს წარმოადგენენ და არა ხალხის, როგორც თვითონ ამბობენ.

იყო კურიოზული შემთხვევაც, როცა აქტივისტებმა ვერ შეძლეს დაბოქლომება. მაგალითად წალენჯიხაში ოპერაცია «ბოქლომი» ვერ შედგა, რადგან წალენჯიხის მაჟორიტარი ბიუროსს ოფისს სახელური ჩამოხსნეს. თუმცა სხვა მაჟორიტარებს ოფისები სიმბოლურად დაუბოქლომეს.

„ევროპული საქართველოსა” და აქტივისტების ბოქლომებს ცოცხები დაახვედრეს ლაგოდეხში, სადაც აქტივისტები ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ოთახის დაბოქლომებას აპირებდნენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დაკავებები ავსტრალიაში

პროტესტი ხაბაროვსკში, დღე 36-ე: სოლიდარობა ბელორუს ხალხს

ოპოზიციის წევრებმა ნიკა მელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

დატოვე კომენტარი