ანალიტიკაპუბლიკაციები

«ძალა ღირსებით გადავსებული მოქალაქეების ერთობაშია!» — დავით ნებიერიძე

ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ქრესთომათიულ ჭეშმარიტებას, რომელიც პასუხს გასცემ დღეისთვის საზოგადოებაში დაგროვილ უამრავ შეკითხვას, რამე თუ ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ სიბრძნეს უკავშირდება:

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები, მათშორის წარმატებული და შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნების მოქალაქეები ხშირად უშვებენ შეცდომებს ახალი ხელისუფლების არჩევისას. მაგრამ, ამ წარმატებული სახელმწიფოების მდგრადი და სტაბილური განვითარების «საიდუმლო» დევს ხელისუფლების მარტივად, უმტკივნეულოდ და დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლის გარანტირებულ უფლებაში.

გარდა ამისა, ასეთი უფლების მქონე მოქალაქეები განუხრელად რჩებიან ძალაუფლების წყაროდ და ხელისუფლება მუდმივად გრძნობს და იაზრებს, რომ ისინი არიან დროებით დაქირავებული მოხელე-მოჯამაგირეები და ხელისუფლებაში დარჩენის მიზანი მათთვის არ უტოლდება «ქრისტეს პერანგს».

ზუსტად ამ უფლებისთვის ბრძოლა არის ის მთავარი შემკვრელი კომპონენტი, რომელიც დღეს აერთიანებს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას საქართველოში. ხოლო, ეს უკომპრომისო ბრძოლა განსაკუთრებით შეუპოვარი და რადიკალური გახადა იმ ფაქტმა, რომ ივანიშვილის უზურპატორმა ხელისუფლებამ საერთოდ წაგვართვა არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის უფლება.

ამიტომ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება უკომპრომისოდ და კიდევ უფრო დიდი შემართებით და ჩვენ მოვიგებთ ამ ომს ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმთან.

ძალა ღირსებით გადავსებული მოქალაქეების ერთობაშია!

დავით ნებიერიძე, მოძრაობა «ივერია»

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ეროვნული სექსოლოგია

მაშ რაშია ხსნა?

აბსოლუტური ბოროტება

დატოვე კომენტარი