განცხადებები

«თუ ივანიშვილთან არ გინდათ, ჩემთან გაერთიანდით სტალინის პარტიაში»-გრიშა ონიანი

«ოპოზიციას!

მე არ მივეკუთვნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დავალებულია სტიბენდიებით, ერთჯერადი, თუ მრავალჯერადი ძუძუს წოვით ივანიშვილის საფულე ჯიბეებიდან. მე არა ერთხელ გამიკეთებია მწარე შენიშვნა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გზის არასწორად განდიდების გამო, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ დამცდენია საწინააღმდეგოდ იმ ათიათასობით ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების ქვეყანაში შემოზიდვის გამო, რომელსაც ის 90-იანი წლებიდან აწარმოებდა. უსვინდისო უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ადამიანი, რომელმაც 3 მილიონიან ქვეყანას ოთხი მილიარდი დოლარი მოახმარა და ათასობით მომაკვდავი კი სიკვდილს გადაარჩინა. პათოლოგი უნდა იყოს კაცი, რომელსაც არაფრად უღირს, რომ თბილისის მოსახლეობის 90-%-მა არ იცის ვინ არის თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვინ არის თავის რაიონის გამგებელი, პოლიციის უფროსი, ან პროკურორი. ხალხი დამშვიდდა, ქვეყანამ შვებით ამოისუნთქა, თბილისის ყოველ ოჯახს სამი-ოთხი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავს პირად სარგებლობაში.

საქართველოს მოქალაქეები არავინ ისვენებს წყნეთში, კოჯორში, თუ მანგლისში, ურეკში, ჩაქვში, ქობულეთში თუ ბათუმში. ზღვისპირა აგარაკები სომხებით არის სავსე, ხოლო თბილისის გარშემო ჩვენი ცნობილი აგარაკები ცარიელია. ქართველი ხალხი საზღვარგარეთის ელიტარულ კურორტებზე ძვირადღირებულ ვილებში ისვენებენ.

სოფლად ვინც ხნავს და თესავს ბევრად უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ ევროპის ,,ფერმებში» თუ ,,ტიბუცებში». ბიძინა ივანიშვილი ტიპიური ევროპელია თავისი ცხოვრების წესით და უდიდესი მეწარმე, რომელსაც არათუ უნდა ვაგინებდეთ, არამედ მისგან ბევრ რამეს უნდა ვსწავლობდეთ. თქვენი რუსთაველზე პარლამენტის წინ ხმამაღალი ჩხავილი ჩხიკვთა ქორწილს უფრო გავს, ვიდრე პოლიტიკურ მოძრაობას, სადაც მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები, უგულავები, ბოკერიები, ბარამიძეები, ვაშაძეები, ჯაფარიძეები და სხვები ჩანან, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხის ხოცვაში და სისხლის წოვაში არიან დადასტურებულად მხილებულნი.

ჩვენ თუ რუსთაველზე არ გერთვებით პოლემიკაში, ეს ჩვენი შიშით კი არ არის გამოწვეული, არამედ თქვენი მოფრთხილებით, რომ ხალხმა არ ჩაგქოლონ.

ჩუმათ ნაცებო, თორემ ნამცეცებად იქცევით ისე, რომ ბეღურებმაც ვეღარ აგკენკონ.

თუ ბიძინა ივანიშვილთან არ გინდათ, ჩემთან გრიშა ონიანთან გაერთიანდით სტალინის პარტიაში და ბიძინას 24 საათში ხალხი გასცემს პასუხს, თუ თქვენც ზედ არ მიგაყოლათ.»- წერს სოციალურ ქსელში  გრიშა ონიანი.

Loading…

მსგავსი პოსტები

რამდენი ხანი დასჭირდება კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას?-ამირან გამყრელიძის განცხადება

«ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს»-ღარიბაშვილი

roma sajaia

“საქართველოში ივანიშვილმა ხალხი გააციგნა, გააბომჟა…”-მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი