მსოფლიოშიპოლიტიკა

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ლიეტუველმა დეპუტატებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განვითარების სტრატეგიის საკუთარი ხედვა წარადგინეს

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ლიეტუველმა დეპუტატებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განვითარების სტრატეგიის საკუთარი ხედვა წარადგინეს.

როგორც უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ წერს, ინიციატივა ითვალისწინებს ე.წ. „ტრიოს პროცესის“ დაწყებას და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნას პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვთ, კერძოდ – საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ინიციატივის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ასოცირებულმა წევრმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს რეფორმების მოტივაცია და იმპულსი მომავალი ათი წლის განმავლობაში და ამისთვის ევროკავშირმა უნდა შექმნას ახალი გრძელვადიანი ინსტრუმენტები.

სტრატეგის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან ასოცირებულ სამ ქვეყანაში რეფორმების წარმატება უნდა გახდეს სტიმული აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი სამი წევრისთვის – აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და ბელარუსისთვის, რათა მათაც აირჩიონ ევროპული ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

roma sajaia

გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

Joni Kvaracxelia

LIVE: მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი საქართველოს პარლამენტში

დატოვე კომენტარი