„გუშინწინ ესპანეთში ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ მორიგი რიგგარეშე არჩევნები იყო და შედეგი ვერც ერთმა პარტიამ მაინც ვერ დადო. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება არ ეყოლება. ჩვენც მომავალში ნორმალური ხელისუფლება არ გვეყოლება, როდესაც გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ვთვლი, რომ პრაქტიკულად არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი მხოლოდ ჩემს გონებას და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და პროექტი ჩავარდება. ყველამ უნდა გაიაზროს რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება”, — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება. ის იმედოვნებს, რომ მას მისივე გუნდიდან ბევრი დაუჭერს მხარს და ეს კანონპროექტი ვერ დამტკიცდება.