მსოფლიოში

მიწისძვრა ირანში: დაზარალებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 529 მძიმედ დაშავდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მოხდარი მიწისძვრის შედეგად. ინფორმაციას მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო IRNA.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი ადამიანის დაღუპვისა და 20-ს დაშავების შესახებ, თუმცა მოგვიანებით ეს რიცხვი საკმაოდ გაიზარდა.

ირანის პროვინციის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ფარზად რახმანის თქმით მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 5 და დაშავებულია 529 ადამიანი, რომელთა შორის 31 იქნა ჰოსპიტალიზებული ხოლო დანარჩენს ჩაუტარდა ამბულატორული მკურნალობა, რომლის შემდეგან გაწერილიქნენ.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა 5,8 მაგნიტუდის სიძლიერით მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა ახლა უკვე ნიგერიაში აღმოაჩინეს

ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, მათგან რამდენიმე აშშ-ის საკონსულოს შენობასთან ახლოს ჩამოვარდა

Joni Kvaracxelia

ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7-დან 10 აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი გამოაცხადა

დატოვე კომენტარი