განცხადებები

გერმანიის ელჩის მწვავე განცხადება უკანონო ბორდერიზაციაზე

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში მწვავე განცხადებას ავრცელებს:

«ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრეწოდებული «ბორდერიზაციის» ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს,» — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge  

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება»-მალაშენკო

«თქვენ პუტინის წილხვედრი ხართ თუ ღვთისმშობლის ეს უნდა გადაწყვიტოთ»-გიორგი გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)

პანდემიის მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება — ანგელა მერკელი

დატოვე კომენტარი