ანალიტიკაპუბლიკაციები

არაფერია ახალი მზის ქვეშ, ანუ თევზი თავიდან ყარს

ეს წერილი, საპატრიარქოში გაბატონებული ზნე-ჩვეულებანის შესახებ, ეკუთვნის ჩვენი დროის ნამდვილ გმირს – დეკანოზ ბასილ კობახიძეს და ის დაიწერა ჯერ კიდევ 2007 წელს. ასე რომ, თავს ნუ მოვიტყუებთ, არაფერი მომხდარა ახალი – უბრალოდ, ჩვენ ვართ ბრმა ყრუმუნჯები!
30 წლის დეკანოზმა ბასილიმ, მიუხედავად ბრწყინვალე კარიერისა: ტაძრის წინამძღვარი, პატრიარქის რეფერენტი და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი; საფრანგეთში სწავლისას დაარსა საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სამი ეკლესია: სტრასბურგში – წმ. ქეთევან წამებულის სახელობის, ბრიუსელში – წმ. თამარ მეფისა და მიუნხენში – წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობისა, რომელთა ბაზაზე საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა დაარსა დასავლეთ ევროპის ეპარქია; დაჯილდოებულია დეკანოზის ხარისხით, გამშვენებული ჯვრით, კონსტანტინოპოლის, მოსკოვის და კიევის საპატრიარქოების ორდენებით) – გამოიჩინა იმ დროისთვის უმაგალითო გამბედაობა და, თამამად შეიძლება ითქვას, თავიც გაწირა!
საპატრიარქოს პოლიტიკის საჯარო კრიტიკისთვის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა 2003 წლის 18 აგვისტოს მას უკანასკნელი გაფრთხილება მისცა, ხოლო 2004 წლის 23 დეკემბერს მღვდელმოქმედება აუკრძალა. ქვემოთ გთავაზობთ ამ გმირობის ამსახველ დოკუმენტს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა — თბილისის მთავარეპისკოპოსს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის თავმჯდომარეს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს
მცხეთა — თბილისის ეპარქიის დეკანოზ ბასილ კობახიძის

ს ა ბ ო ლ ო ო   მ ი მ ა რ თ ვ ა

თქვენო უწმინდესობავ,
2006 წლის 26 დეკემბერს გამოგიგზავნეთ მიმართვა, რომელშიც გავაპროტესტე საქართველოს ეკლესიაში არსებული კატასტროფული სიტუაცია, თქვენი პრორუსული პოლიტიკა და თქვენს მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული მრავალწლიანი დევნა. კატეგორიულად მოვითხოვე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის კრების მოწვევა ჩემი საკითხის განსახილველად და ამ კრებაზე ჩემი ოფიციალურად გამოძახება, რათა მომცემოდა წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.
თქვენ, როგორც ყოველთვის, ჩემს მიმართვას არავითარი ყურადღება არ მიაქციეთ. პირიქით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საპატრიარქოს პრეს-ცენტრის უფროსის მოადგილემ ზურაბ ცხოვრებაძემ, რომელიც წარმატებით ასრულებს გებელსის ფუნქციას თქვენს ადმინისტრაციაში, საპატრიარქოს ნაცისტური რადიო ,,ივერიის” ეთერით კვლავ მომაყენა პიროვნული შეურაცხყოფა.
თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესია თქვენ გადააქციეთ სანაგვედ, რომელსაც ოქროთი და თვალ-მარგალიტით კაზმავთ, მაგრამ სახარებისეული შეღებილი კუბოების მსგავსად სიმყრალე თავს ვერ დამალავს.
მთელმა ეკლესიამ იცის, რომ თქვენ განსაკუთრებით გამოირჩევით სექსუალური პათოლოგიების მქონე პროვნებებისადმი მფარველობით. ზოგიერთი მათგანი საპატრიარქოს თანამშრომელია, მრავალი მათგანი კი მღვდლებად და ეპისკოპოსებად აკურთხეთ!
მთელმა ეკლესიამ იცის, რომ უამრავი მღვდელი, თავისი სასულიერო ავტორიტეტის გამოყენებით, დაუფარავად ამყარებს სქესობრივ კავშირს თავისი მრევლის წევრ ქალებთან, ხოლო მრევლის დანარჩენ წევრებს უცხადებს: ,,თქვენი მოძღვრის განკითხვა არ შეიძლება, ღმერთს თვითონ გავცემ პასუხსო.” თქვენ კი ასეთ “მოძღვრებს” აჯილდოვებთ “ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის”! …………………………………
…მთელმა ეკლესიამ იცის, რომ უახლოეს მომავალში, წმინდა სინოდის კრებაზე, თქვენ აპირებთ საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრედ გამოაცხადოთ თქვენი ძმისშვილი, მთავარეპისკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი. ცხადია, თქვენი მონა-მორჩილი ეპისკოპოსები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ, თქვენი ძმისშვილი ავტომატურად გახდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია კიდევ მრავალი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს თქვენი კლანის კლანჭებში!
მთელმა ეკლესიამ იცის…… იცის, მაგრამ საუბედუროდ დუმს.

იძულებული ვარ გამოვიყენო პროტესტის ის უკანასკნელი ფორმა, რომელიც დამრჩა. თქვენო უწმინდესობავ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი გიცხადებთ, რომ პროტესტის ნიშნად მე თვითონ ვტოვებ საეკლესიო მსახურებას, უარს ვამბობ სასულიერო პირობაზე და დღეიდან ერისკაცი გახლავართ.

დეკანოზი ბასილ კობახიძე – 28 თებერვალი, 2007. თბილისი

P.S. ასე რომ თავს ნუ მოვიტყუებთ! ფარისევლობავ – ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აბსოლუტური ბოროტება

«აბა მაშინ კრიზისებში გვიცხოვრია სულ და ეგაა??»

Joni Kvaracxelia

ყვითელჟილეტიანების აქცია და რუსული ინტერესები

დატოვე კომენტარი