კრიმინალიოკუპაცია/დევნილებიპოლიტიკა

რაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის ჟან-კლოდ ბელიარის შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა ჩორჩანასა და წნელისის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავების საკითხი იყო. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და ხელს არ უწყობს სტაბილურობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი ქმედითი საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას და დაგმეს მომხდარი. ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით აღნიშნულზე ევროკავშირს აუცილებლად ექნება პოლიტიკური რეაგირება.

შეგახსენებთ რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მეთვალყურეები 24 ოქტომბერს, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვანო მერაბიშვილი ხვალ ციხეს დატოვებს (ვიდეო)

ევროპის ორ ქვეყანაში დაწყებული სპეცოპერაცია საქართველოში გრძელდება

კუმისში 300 ჰექტარზე არაბული სოფლის გასაშენებლად საძოვრები გაიყიდა

დატოვე კომენტარი