სხვადასხვა

„ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ“-18 წლის ხვიჩა დედის სიმსივნის დასამარცხებლად

„ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ“, — ეს იყო პოსტი, რომელიც 18 წლის ბიჭმა, ხვიჩა ექვთიმიშვილმა სოციალურ ქსელში 2 დღის წინ დაწერა. ამბავმა „ჰოთნიუსი“ დააინტერესა და მალევე დავუკავშრიდით ხვიჩას დეტალების გასარკვევად. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი, თავისი დედის — 44 წლის, ნანული ტუგულაშვილის (ექვთმიშვილი) გამოსაჯანმრთელებლად იბრძვის, რომელსაც კიბო იტალიაში ემიგრაციისას დაუდგინეს.

ამჟამად ხვიჩა და მისი ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რათა დედა სრულიად გამოაჯანმრთელონ და მასთან ერთად, მართლია გაჭირვებული, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ცხოვრება გააგრძელონ.

„დედამ, ვალებისა და გაჭირვების გამო, წინა წელს გადაწყვიტა ემიგრაციაში წასულიყო. 8 თვე იმყოფებოდა იტალიაში, თავიდან ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ემიგრანტის ტანჯულ ცხოვრებას ჰგავდა, თავისი მონატრებით, სევდითა და განშორებით, თუმცა ბოლოს რაც მოხდა, ნამდვილ სატანჯველად იქცა მართლაც…

ამ წლის, მაისის დასაწყისში იტალიაშივე დაეწყო მუცლის არეში ტკივილები და მიმართა იქაურ ექიმებს. მისთვის და რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა. ეს იყო დარტყმა მთელი ოჯახისთვის, დაჯერებაც გვიჭირდა. მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და იტალიაში ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გამოეგზავნათ დაუყონებლივ.

შემდეგ უკვე ახალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, დედას ჩამოყვანას ვერ ვახერხებდით, რა თქმა უნდა ფინანსური პრობლემების გამო, თუმცა ემიგრანტების დამცველი, იურისტ ნინო (ნინა) რურუას დახმარებით, რომლის მადლიერებიც ვართ, ეს მოხერხდა.

აქ ჩამოსვლის შემდეგ უკვე, ექიმებმა შემდეგი დიაგნოზი დაუდგინეს — სწორი ნაწლავის მეორე სტადია და საკვერცხეების კიბოს მესამე სტადიის ასციტური ფორმა.

დედა ახლა, თბილისში, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას, უტარდება ქიმიოთერაპიები“, — აღნიშნავს ხვიჩა ჩვენთან საუბარში.

ხვიჩა და არა მარტო ის, მისი ოჯახი ყველაფერს ცდილობს, რათა სამკურნალო თანხები მოაგროვონ და დედა მალე გამოაჯანმრთელონ.

„ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, ქვეყანა და ოჯახიც კი დატოვა. ახლა კი ჩვენ მისი სიყვარულისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დედა გამოვაჯანმრთელოთ და თუკი ვინმეს ჩვენი დახხმარების სურვილი გაუჩნდება, მოხარულნი ვიქნებით. ახლა ჩემი ერთადერთი და მთავარი ოცნება დედას კარგად ყოფნაა. ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ — დედა მიყვარხარ“, — გვიყვება ხვიჩა, რომელიც ოჯახის საქმეებს ვაჟკაცურად ართმევს თავს და მამასთან და თავის ძმასთან ერთად დედის სამკურნალო ფულის გამოსამუშავებლად, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდება.

წყარო: hotnews.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ყველას დედას შე@@#ი ხოშტარიათი დაწყებული და მათი ლიდერი სააკაშვილის დე@@@##@ვნის სურვილებით»-რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვემოჭალის 2 მცხოვრები გაიტაცეს

სასწრაფოდ! თავდასხმა ნიკა გვარამიაზე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი