პოლიტიკასოცქსელი

ზურაბიშვილი პოლიტიკიდან მიდის?- პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელება, — ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემასთან Le Figaro-სთან   ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს გამოწვევა, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

სოხუმის აეროპორტზე როსტოვის საჰაერო ზონა, საავიაციო მართვის ცენტრი განთავსდება

«რეალურად მელიას დილემა ასეთია…»-ხუხაშვილი ნიკა მელიაზე

roma sajaia

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი