სოცქსელი

«ასეთი წამალი არ არსებობს! ანტიბიოტიკები ვერ ეხება ვერანაირად»-რა უნდა ვიცოდეთ მოსალოდნელი გრიპის შესახებ?

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

აუცილებლად წასაკითხი 👇📢

ახლოვდება გრიპის სეზონი და მსურს ორიოდე სიტყვით შევეხო ამ თემას. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გრიპისა და რინოვირუსის( იგივე “გაციება” რომელიც ვირუსია და მისი 200-მდე სახეობა არსებობს) წამალი არ არსებობს. აი ასე, აბსოლუტურად არანაირი, რადგან გრიპიცა და გაციებაც ორივე არის ვირუსი, ვირუსს კი, ანტიბიოტიკები ვერ ეხება ვერანაირად. ანუ, თქვენ ვერ შეხვალთ აფთიაქში და ვერ იყიდით წამალს, რომელსაც დალევთ და ის ორგანიზმში ვირუსს გაანადგურებს, ასეთი წამალი არ არსებობს! ტამიფლუ, რომელიც გრიპის წამლად ითვლება, მხოლოდ ანელებს გრიპის ვირუსის რეპროდუქციის პროცესს, ისიც სიმპტომების გამოვლენიდან პირველივე საათებში უნდა მიიღოთ და მისი ეფექტი ძალიან მცირეა. ანტიბიოტიკები კლავს ბაქტერიებს და არა ვირუსებს, შესაბამისად, როცა ადამიანს აქვს გრიპი, რამდენიც არ უნდა ყლაპოს ანტიბიოტიკები, აზრი არის ნული. მეტიც, ამით პირიქით, იზიანებთ ჯანმრთელობას და ტყუილად ინადგურებთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას.

ერთადერთი რამ რაც გრიპს ერევა არის – იმუნიტეტი, ამიტომ
“იიიი ნიორი დანაყეი, თაფლში აურიე და ცხვირში ამოისვი” – აი ასეთი რჩევები აბსოლუტურად უადგილოა, ხალხური მედიცინა და ექიმბაშობა უძლურია.

როგორ კლავს გრიპი? ფილტვების ანთებით. იწვევს ფილტვების ანთებას, ან ბაქტერიულს, ან ვირუსულს. ბაქტერიული თუ დაგემართა, ანტიბიოტიკებით გაიჭყიპები და ეგაა, მაგრამ არსებობს შანსი რომელიმე ბაქტერიამ რეზისტენტობა გამოიმუშავოს და ტრუპი ხარ. ვირუსული თუ დაგემართათ, მანდ უკვე საკუთარი იმუნიტეტის იმედზე უნდა იყოთ. ეს ვირუსული ფილტვების ანთება რიგ შემთხვევებში ვერ იკურნება და პაციენტი კვდება, იხრჩობა, უფრო კონკრეტულად. რისკ ჯგუფებია: ადამიანები 65 წლის ასაკის ზემოთ, ადამიანები დაქვეითებული იმუნიტეტით და ბავშვები, ასევე ფეხმძიმე დედები.

ე.წ “ისპანკა” რომელმაც ევროპის მესამედი შეიწირა იყო არა შავი ჭირი, ან ჯილეხი, არამედ სწორედ აი ეს გრიპი. ერთადერთი თავდაცვის საშუალება არის აცრა გრიპზე, რომელიც არის ერთწლიანი და ყოველ წელს უნდა გაიკეთოთ ოქტომბერში, რადგან გრიპის ვირუსი ძალიან სწრაფად მუტირებს, თუმცა, ასპროცენტიან დაცვას არც ეგ უზრუნველყოფს, რადგან გრიპის ბევრი შტამი არსებობს. ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 50%-ია, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინა, მაინც მკვეთრად ამცირებს დაავადების სიმძიმესა და სიკვდილიანობას(646 000 ადამიანი დაიღუპა წინა წელს გრიპის ვირუსით)
აცრის საშუალებით ორგანიზმში შეყავთ დეაქტივირებული ვირუსი(3-4 შტამის კოქტეილი) და ორ კვირაში იმუნიტეტი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. გრიპი საკმაოდ საშიში ვირუსული დაავადებაა და ყველას გირჩევთ გაიკეთოთ. ეს აცრა ჯდება 25 ლარი, ამით დაიცავთ თქვენს თავსაც და გარშემომყოფებსაც.

სამედიცინო ნიღბები 75%-ით ამცირებს დაინფიცირების შანსს. საჭიროა ხშირად ხელების ბანა. ძალიან კარგს იზამთ, თუ გრიპის სეზონის დროს მოერიდებით ხელის ჩამორთმევას და კოცნა-პროშვნას მისალმებისას, ძირითადად მასე გადადის. საინკუბაციო პერიოდი 2 დღე გრძელდება უსიპტომოდ და შეიძლება ადამიანი ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამასობაში იყოს გადამტანი და ხალხს აინფიცირებდეს. თუ გრიპი დაგემართათ ან გაცივდით, გამოიჩინეთ ელემენტარული კულტურა და ნიღბი მაინც გაიკეთეთ, იდეალურ შემთხვევაში, არ გახვიდეთ სახლიდან, ნუ დაიკიდებთ საკუთარ ახლობლებსა და თანამოქალაქეებს ფეხებზე <3

გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ეხლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო არ არის»-მიხეილ სააკაშვილი

«ყველაზე მძიმე ისაა, რო ბავშვის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი…»-ანი სუბელიანი

roma sajaia

“ასე მგონია საღამოობით ღმერთი კაციობრიობის ცოდვებისგან გადაღლილი ტელევიზორში საქართველოს ახალ ამბებს ჩართავს და სიცილით იღებს განტვირთვას”-ოქრუაშვილი

დატოვე კომენტარი