ანალიტიკაპუბლიკაციები

«რას ნიშნავს ივანიშვილის გადაწყვეტილება ახალ მინისტრთა კაბინეტში გახარიას პრემიერ მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის შესახენ?»

რას ნიშნავს ივანიშვილის გადაწყვეტილება ახალ მინისტრთა კაბინეტში გახარიას პრემიერ მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის შესახენ?
გამოცდილი და დაკვირვებული მოქალაქისათვის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ივანიშვილი ძალისმიერ მეთოდებზე აკეთებს აქცენტებს და ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზად პოლიტიკური რეპრესიები მიაჩნია. მისთვის გაცილებით უფრო ნათელია ის მწარე მოცემულობა, რომ «ოცნების» ხელისუფლება მთლიანად გაკოტრებულია და მათ იმის შესაძლებლობაც აღარ აქვთ შესთავაზონ საზოგადოებას, ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური, რაც არჩევნებში მათ გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას მოუტანს. შესაბამისად, მთავრობის ამგვარი კონფიგურაცია ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ხელისუფლების მორიგ ჯერზე მიტაცებისთვის. ის აცნობიერებს, რომ ამას მოჰყვება უმწვავესი პროცესები და რყევები ამ ქვეყანაში და მისი რუსული მენტალობიდან გამომდინარე, მან აირჩია ძალისმიერი სცენარი. ზუსტად ამიტომ სჭირდება მას თავზეხელაღებული შემსრულებლები, რომლებიც აშკარად მისი ყურმოჭრილი მონები არიან და ამავდროულად დამძიმებულნი არიან სისხლის სამართლის პასუხისგებით. ეს პასუხისმგებლობის ტვირთი კი ივანიშვილისთვის ერთგულების საუკეთესო გარანტიაა. გახარიამ და ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ იქნება ივანიშვილი, მეორე დღესვე ისინი მინისტრის კაბინეტებიდან პირდაპირ მატროსოვზე გადაინაცვლებენ. ამიტომ, ისინი ხელს მოაწერენ ნებისმიერ სიბინძურეს, რისთვისაც ივანიშვილმა ზუსტად მათზე დადო ფსონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ძალიან მაღალია ქვეყანაში სისხლიანი დიქტატურის დამყარების შანსი, რომელიც უკვე ვერ აუვლის გვერდს ვერცერთ მოქალაქეს. მათ შორის ივანიშვილის დღვანდელ მომხრეებს, რომელთა ბედი ასეთი რეჟიმის პირობებში მხოლოდ დიქტატორის კაპრიზებზეა დამოკიდებული და რაოდენ დაცულადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს მისი მომხრეები, ერთ მშვენიერ დღეს, ბრიყვულმა გაუგებრობამ შეიძლება მთლიანად შეიწიროს მათი ცხოვრებაც და სიცოცხლეც. თან ისე, რომ დამცველიც არავინ ეყოლებათ. უფრო მეტიც, გუშინდელი მეგობრები და «პოდძელნიკები» მეორე დღესვე ბიძინას მტრად და სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადებენ და ზურგს შეაქცევენ. ეს სცენარი გამონაკლისის გარეშე ვითარდება ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დიქტატურა მყარდება. რად ღირს თუნდაც სტალინის, ჰუსეინის, მაოს, კადაფის გარემოცვის ბედის გახსენება. ასე, რომ წინ ძალიან მძიმე გამოცდა გველის და არსებობს გადარჩენისა და გამარჯვების მხოლოდ ერთი გზა, სამკვდრო სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლის გამოცხადება ივანიშვილის რეჟიმისათვის. ერთად აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბნელ და კოლაბორაციონისტულ ძალას. სხვა უფლება ჩვენ არა გვაქვს!

დავით ნებიერიძე, მოძრაობა «ივერია»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გიგი უგულავა: ჩემი მოკრძალებული ხედვა. სად ვართ და საით უნდა წავიდეთ

პროკურატურის ერთ-ერთი ლაფსუსი შალვა თათუხაშვილის მკვლელობის საქმეში

Joni Kvaracxelia

,,ნე უსპელ“

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი