ანალიტიკაპუბლიკაციები

SOS ! მილიონერი და საეჭვო კაპიტალის მქონე დეპუტატები მმართველ პარტიაში

იხილეთ ღარიბი ქვეყნის მილიონერი პარლამენტარები. Paqtebi.ge -მ გამოიძია კორუფციული სქემებით თუ ფინანსური მაქინაციებით  მმართველი პარტიის დეპუტატების უეცარი გამდიდრების  და ფინანსური კაპიტალის დაგროვება მათ მიერ გამათხოვრებული მოსახლეობის ხარჯზე. ეს ყველაფერი არაა ახალი, თუმცა ამაჟამად მინდა ყურადღება მივაქციო შემდეგ დეპუტატებს.

ივლიანე წულაია

ივლიანე-წულაია-დეკლარაცია-03.01.2017

ივლიანე-წულაია-დეკლარაცია-04.01.2018

ახალახან  ლევან ხაბეიშვილმაც ამხილა,  ოპოზიცის ინფორმაციით, კახა კალაძემ მისი თანაპარტიელის კომპანიას ივლიანე იგივე ილია წულაიას დაახლოებით 16 მილიონის ქონება ერთ ლარად გადასცა. საუბარია, ვარკეთილში მდებარე ტერიტორიაზე.  ივლიანე წულაია ასევე  მოიხსენიება როგორც მევახშე პარლამენტარი რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებული და ამ გზით მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.  ივლიანე წულაიას 2018 წლის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის გრაფაში  აღმოვაჩინეთ შემდეგი თანხა 50,000000,00 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი.  შპს არქი ენერჯი საქართველო ქ.თბილისი ყიფშიძის შეს., №15, სართული, დირექტორი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 27.08.2014, 27.08.2014 — 07.09.2016, მეწილეები 1) ირაკლი ქაფიანიძე 2) ივლიანე წულაია 3) მენი (მენაჰემ) ბენიშ აქედან საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი კი ნულის ტოლია.ძნელია დაჯერება. “არქი დეველოპმენტი” და შპს “არქი თაუერი” 2013 წელს დარეგისტრირდა და წულაია აქ უვადო პარტნიორია. შპს “სანსეტ ლაუნჯი”, შპს “სილვერ 39”-ი, შპს “ტექნიკა” და შპს “დეპოც” 2013 წელს დარეგისტრირებული კომპანიებია და დეპუტატის პარტნიორობის ვადა აქაც განუსაზღვრელი, ანუ უვადოა. შპს “ლესელიძე +”; შპს “იტონგ კავკასუს”; შპს “ნოვო ტექი”; შპს “სანსეტ ჰოლი”; შპს “არქი ენერჯი” და შპს “არქი ჰოთელსი” 2014 წელს დარეგისტრირებული კომპანიებია და “ოცნების დეპუტატის” მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილ  ბიზნეს საქმიანობაში უვადო პარტნიორობითაა განსაზღვრული. ივლიანე წულაიას სახელს უკავშირდება: შპს “დიდი დიღომი 5”; შპს “დიღომი პალასი 6” , შპს “იტონგ კაპიტალი”; შპს “არქი საბურთალო”; შპს “არქი ინვესთმენთს”; შპს “ბაკურიანი რიზორთი”; შპს “პრაიმ დიღომი”; შპს “პრაიმ არქი”; შპს “გორგასალი რეზიდენსი”; შპს “გოლდენ პალასი”; შპს “კვარიათი სანსეტი”; შპს “ვიაკონი”; შპს “არქი”; შპს “იეიდი პარკსი”; შპს “ვიუ პოინტი”; შპს “აიეფსი ჯორჯია”; შპს ესსისიეფი”; შპს “სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი”; შპს “არქი დეველოპმენტი”; შპს “კერა დეველოპმენტი”. შპს “არქის” დირექტორობიდან ივლიანე წულაიას წლიური შემოსავალი 225017.50 ლარია.ივლიანე წულაიას არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით გაცემის შედეგად წლიური შემოსავალი 3000 აშშ დოლარს შეადგენს. დეპუტატს “თი ბი სი ბანკში” იპოთეკით უზრუნველყოფილი 433300 აშშ დოლარი სესხი აქვს და მისი წლიური გასავალი 62721.29 აშშ დოლარია.  დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლიანე წულაია ბიზნესის სფეროში საქმიანობდა და 31 კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა სადეკლარაციო პერიოდში შემოსავალი მხოლოდ შპს „არქის“ დირექტორის პოზიციაზე მიიღო  225 017 ლარის ოდენობით. ამასთან, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დღეისათვის მან ყველა საწარმოში დატოვა ხელმღვანელის (დირექტორის) პოზიცია, საკუთარი წილი კი მინდობილობის საფუძველზე სამართავად სხვა პირს გადასცა.  ივლიანე წულაიას ცოლმა, ქეთევან გოცაძემ და დამ, თამარ წულაიამ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 90 000 ლარი შეწირა.  ხოლო წულაის კომპანიიდან ჯამში  არქის  მეწილეებმა და პარტნიორებმა სალომე ზურაბიშვილს 360 000 ლარი შეწირეს. მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია  მიწის ნაკვეთი საქართველო, წავკისი, , ფართობი — 1100.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი საქართველო, თბილისი, გამრეკელის ქ. #43, ოფისი #43, ფართობი — 101.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #28ბ, ფართობი — 1746.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი საქართველო, თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #28ბ, ფართობი — 1151.47 კვ.მ. ასევე ოცდათერთმეტი კომპანიის მეწილე და 50 % პროცენტზე მეტი წილით. ჩვენ არ ჩაუღრმავდებით ესეც საკმარისა ოპოზიციამ დაიწყოს ხმამაღლა საუბარი ამ მხრივ და აცნობოს ამომრჩევლებს რაოდენ გამჭვირვალე და კანონიერია ზემოთაღნიშნული. შეგიძლიათ დეკლარაციაც 2017 და 2018 მოიძიოთ.  მაგრამ არაგგვგონია დეკლარაციაში დღეს ყველაფერი აისახებოდეს.

ელგუჯა გოცირიძე

ელგუჯა-გოცირიძე-დეკლარაცია-03.01.2017

ელგუჯა-გოცირიძე-დეკლარაცია-04.01.2018

ქართული ოცნების  მილიონერ დეპუტატთა შორის ელგუჯა გოცირიძესაც საპატიო ადგილი უჭირავს 6 057 100 ლარით. ასე გამოიყურება დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება.  2018 წლის დეკლარაცია , მეუღლე რუსუდან ავალიანი 100 % ბინა 2015 წელი ნასყიდობა 25000USD საქართველო, თბილისი, ღამბაშიძის N 6, შენობა-ნაგებობა N1, N2, N3, 48,9 კვ.მ . რუსუდან ავალიანი 100% ბინა 2013 წელი  ნასყიდობა 70000USD საქართველო, თბილისი, ღამბაშიძის N 6, შენობა-ნაგებობა N1, N2, N3, 65,48 კვ.მ . რუსუდან ავალიანი 100% არასაცხოვრებელი ფართი 2008 ჩუქების ხელშეკულებით 0USD საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 14გ, სარდაფი N3, 21 კვ.მ. რუსუდან ავალიანი 100% არასაცხოვრებელი ფართი 2015 წელი შეძენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, N6 ავტოფარეხთან ერთად 0USD საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 14გ, სარდაფი N6, 33 კვ.მ. რუსუდან ავალიანი 100% ავტოფარეხი 2015 წელი ნასყიდობა 25000USD საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 14გ, ავტოფარეხი N6, 35 კვ.მ. რუსუდან ავალიანი 100% არასაცხოვრებელი ფართი 2010 წელი ამხანაგობა იმედი-89 — ის კრების ოქმით 0USD საქართველო, თბილისი, ონიაშნვილის 71, საქვაბე, 5,26 კვ.მ.   ელგუჯა გოცირიძე 100% ბინა 2017 ნასყიდობა 600 000USD საქართველო, თბილისი, ნიკოლაძის ჩიხი N1 5-6, ბინა11, 436,79 კვ.მ. ელგუჯა გოცირიძე სს “ჩაჩავას კლინიკის” აქციების მფლობელია, ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1 ლარია, მის საკუთრებაში კი 499 582 ფასიანი ქაღალდია. გაგაცნობთ დეპუტატ გოცირიძისა და მისი მეუღლის საბანკო ისტორიას, რომელიც საკმაოდ  შთამბეჭდავია: ელგუჯა გოცირიძეს “კორსტანდარტ ბანკში” ანაბარზე 50 000 აშშ დოლარი და 70 000 ევრო ერიცხება, მის მეუღლე რუსუდან ავალიანს კი _ 100 000 აშშ დოლარი. ელგუჯა გოცირიძე “თი-ბი-სი ბანკში” ანაბრის სახით 123 000 ევროს და 63600 აშშ დოლარს ინახავს. რუსუდან ავალიანის ანაბარზე “თი-ბი-სი ბანკში” 335 000 ევრო და 105 250 აშშ დოლარია. ელგუჯა გოცირიძეს “პროკრედიტ ბანკში” ანაბარზე 50 000 აშშ დოლარი, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე კი 11 718 აშშ დოლარი და 9211 ევრო ერიცხება. “პროკრედიტ ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 2804 ლარი აქვს, ხოლო მის მეუღლეს _ 3519 ლარი. როგორც, აღვნიშნეთ “ოცნების დეპუტატი” ელგუჯა გოცირიძე სს “ჩაჩავას კლინიკის” აქციონერია და მისი წლიური შემოსავალი დეკლარაციაში 1 011 839 ლარითაა განსაზღვრული. სს “ჩაჩავას კლინიკის” პარტნიორია დეპუტატის მეუღლე და მისი წლიური შემოსავალი 35110.07 ლარია. ელგუჯა გოცირიძე 2016 წელს დარეგისტრირებულ შპს “საქცივპროდუქტის” პარტნიორიცაა. მოკლედ შეგიძლიათ გადახედოთ დეკლარაციას 2016 – 2018 წლის.

გოგა გულორდავა

გოგა-გულორდავა-დეკლარაცია-28.02.2017

ქართული ოცნების  მილიონერ დეპუტატთა შორის ასევე აღმოჩნდა  დეპუტატი გოგა გულორდავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. რომელიც   2007 წელს კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო და კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით იყო დაკავებული. თქვენ ასევ გახსოვთ 2018 წელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა რომელიც არის დეპუტატის მამა. დეპუტატის 2016 წლის დეკლარაციაში რაიმე საინტერესოს ვერ ნახავთ, ვერც 2017 ში და უცებ 2018 წლის დეკლარაციაში ვხედავთ  1,250,000 აშშ დოლარად ნაყიდ ბინას. მის. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა314ბ, ბინა61, 153,5 კვ.მ.

 შოთა შალელაშვილი, ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატი, მან 2016 წელს შეიძინა ბინა  480 000 აშშ დოლარად. ამ წლებში ჩუქების სახით შეიძინა სამ ადგილას მიწის ნაკვეთი და სამი არასაცხოვრებლო ფართი. მის სახელზე დაახლოებით  35 000 000 ლარის ქონებაა რეგისტრირებული.

 

იოსებ მაკრახიძე, ქართული ოცნების დეპუტატი 13 000 000 ლარი.

იოსებ-მაკრახიძე-დეკლარაცია-03.01.2018

იოსებ-მაკრახიძე-დეკლარაცია-03.01.2019

 

 

 ბექა ოდიშარია ქართული ოცნების დეპუტატი 12 400 000 ლარი.

ბექა-ოდიშარია-დეკლარაცია-24.01.2017

ბექა-ოდიშარია-დეკლარაცია-02.02.2018

ბექა-ოდიშარია-დეკლარაცია-05.02.2019

(ბატონი ბექა მევახშეობას ეწევა და არც კი მალავს, მისი დეკლარაციის მიხედვით 2016 წლის თებერვალში მან სესხის სახით გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22 724 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის 1 იანვარს ორი წლის ვადით გაასესხა 270 000 აშშ დოლარი, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას თავის საქმიანობაში, მაგრამ არა პოლიტიკაში).

ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი 9 800 000 ლარი

ლევან-კობიაშვილი-დეკლარაცია-03.01.2017

ლევან-კობიაშვილი-დეკლარაცია-05.01.2018

ლევან-კობიაშვილი-დეკლარაცია-04.01.2019

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, მაქამდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაფინანსება 54 000 000 ლარია, რომელსაც ბატონი ლევანი განკარგავს საჭიროებისამებრ თუმცა სასურველ შედეგს ამ სპორტში გულშემატკივარი უკვე ათწლეულებია ვერ ხედავს.

 კობა ნარჩემაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი 7 600 000 ლარი.

კობა-ნარჩემაშვილი-დეკლარაცია-29.12.2017

კობა-ნარჩემაშვილი-დეკლარაცია-04.01.2019

შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ოცნების სასურველი კადრია. ის 2001-2004 წლებში შსს მინისტრი იყო, 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს).

მილიონერ დეპუტატთა კატეგორია ბევრია. ჯერ მხოლოდ 2107 წელს მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. სადაც აღნიშნულია რომ  რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია. რეზონანსის 2019 წლის მარტის თვეში გამოქვეყნებულ მასალაში კი ეს ციფრი 50 დეპუტატამდე გაიზარდა. ხოლო პრესა ჯი ს ინფორმაციით ბოლო მონაცემებით ეს ციფრი ასამდე ავიდა. როცა სახლმწიფო ძლივს უძლებს ეკონომიკურ  სტაგნაციას ხოლო ჩვენი გატყავებული გასაცოდავებული ერი უკიდურეს სიღარიბეს ეს უკვე არ ჯდება არანაირ ჩარჩოში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ქვეყანა სადაც ოლიგარქი ბატონობს და ადგენს კანონებს

Joni Kvaracxelia

ვინ დააბრუნა მომრავლებული ყაჩაღობა წამებით 90 –იანი წლების სტილში?!

სიცოცხლის დღესასწაული

დატოვე კომენტარი