სხვადასხვა

«მე ვარ მაკო,18 წლის,რომელმაც გუშინ აქციაზე დაკარგა თვალი»- წერილი, რომელმაც საზოგადოება უემოციოდ არ დატოვა

«მე ვარ მაკო,18 წლის,რომელმაც გუშინ აქციაზე დაკარგა თვალი. მე ვარ გოგო,რომელმაც ნებით თუ უნებლიეთ თავის წილი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
თითოეული ტკივილის წამი,რომელსაც ახლა ვგრძნობ,არ მინდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს საოპერაციო მაგიდაზე ან პალატაში საწოლზე,სადაც მეორე ღამეს ვათევ ტკივილის გამო.
არ მინდა დაიკარგოს არაფერი,რასაც ახლა ვგრძნობ. ტკივილს,გაბრაზებას.
მე დაუცველი ვიყავი იქ,როგორც ათასობით ადამიანი და გამწირეს სიკვდილისთვის,როგორც ათასობით ადამიანი.
ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს,ვიდგები მყარად და დამპირდით,რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ.
ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს და გვერდით მიდგას და სწორედ ამ ხალხის გამო არ დავნებდები არცერთი წუთი:)
იმ ღამემდე არასდროს არ მჯეროდა ერთი ადამიანის ძალის და ყოველთვის ვამბობდი რომ ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლიდა.
ახლა,როცა შორიდან ვუყურებ ჩემს თანატოლებს,ვხედავ რამხელა ძალა გვაქვს ჩვენ.
რუსეთი მკვლელი ოკუპანტია!
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!
პ.ს ჩემი თითების კომბინაცია კი გეკუთვნით ყველას,ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანეთ ჩვენ სასიკვდილოდ გაწირვაში.»-წერს კლინიკად 18 წლის მაკო

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ტრაგედია ლანჩხუთში — 9 წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა

«აქ ჯოჯოხეთია…და­ბობმ­ვა და­ი­წყეს»-ვატო წერეთელი თელ-ავივიდან (ვიდეო)

roma sajaia

ამას არავინ ელოდა. კონორმა სერონი წამებში დაამარცხა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი