ანალიტიკაპუბლიკაციები

მზარდი კრიმინოგენური მდგომაროება და ეკონომიკური კრიზისი

შსს-ს მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივლისი (7 თვე) პერიოდში, საქართველოში რეგისტრირებულმა დანაშაულმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით მოიმატა, ხოლო გახსნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 17,2%-ით იკლო. 2018 წლის მხოლოდ საწყისი 7 თვის განმავლობაში დარეგისტრირდა დაახლოებით 33 ათასი დანაშაული, მაშინ როდესაც 2014-2017 წლებში მთლიანი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დანაშაულთა რიცხვი 35 ათასიდან-38 ათასამდე მერყეობდა. 2018 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 293%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 97%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი.

2018 წლის დანაშაულის სტატისტიკის გაუარესებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვის 68,84%-ით (5405 შემთხვევით) მატებამ. საიდანაც, ყველაზე დიდი ზრდა (+ 4381შემთხვევა) ქურდობაზე მოდის. ასევე, სამოხელეო დანაშაული 47,3%-ით, მმართველობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 19%-ით და.აშ. 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, დანაშაულთა ჯგუფების მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულთა მატებასთან ერთად, თითოეული ჯგუფის მიმართებით მნიშვნელოვნად უარესდება მათი გახსნის მაჩვენებლებიც. 2018 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების წინა წლებთან შედარება, ცალსახად მიმდინარე წელს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2019 წლის თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29.16%-ით გაიზარდა. რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ 2019 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკის თანახმად, ქრთამის აღების შემთხვევათა რეგისტრირებული რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88.89%-ით არის გაზრდილი. ასევე წარმოგიდგენთ გაზრდის მაჩვენებლის შედარებას, რეგისტრირებული დანაშაული 2015 წელს 35096, ხოლო 2018 წელს 58412. 2019 წლის იანვრის თვის სტატისტიკა — სულ რეგისტრირებული დანაშაული 5774, თებერვალი 5927, მარტი 6214. 2014 – 2017 წლებში კი სულ 1,612 ადამიანმა მოიკლა თავი.

როგორც ხედავთ დანაშაული არ კლებულობს, პირიქით იზრდება . საქართველოში UNICEF 2018 წლის მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. ამას დამატებული ინფლაცია, გაორმაგებული და გამოგონილი გადასახადები, მნიშვნელოვანი პროექტების, მშენებლობის სტრატეგიული მიმართულებების დაპაუზება თუ შეფერხება, ოლიგარქიული მმართველობა, ნეპოტიზმი და მილიონერი და კორუმპირებული ჩინოვნიკები საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების ხარჟზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის 2016 წლის მიხედვით, საქართველოში 225 000 ანუ ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და თითოეულ მათგანზე მხოლოდ 4,5 ლარი იხარჯება. მარტო 2017-2018 წლების მიხედვით ღარიბთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა. საქსტატის მონაცემები: ჯერ მხოლოდ 2014 წლის მონაცემებით საქართველოდან სიღარიბეს გაექცა 88,5 ათასი ადამიანი, 2016 წელს 98 288 ათასი ადამიანი, 2017 წელს 85 451ათასი ადამიანი, 2018 წელს 98 935 ადამიანი. ყოველივე ეს კი გვანიშნებს რომ სახელმწიფო ყველანაირი კრიზისის ზღვარზეა.

წყარო : ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ალბერტ ჭანია, იურისტი სამართალმცოდნე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

იზოლირებული წერილები (უცნობი მიზეზის შესახებ) IV ნაწილი

Joni Kvaracxelia

მედლის მესამე მხარე

სტუმრად იქ…

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი