სხვადასხვა

ტრაგედია ყვარელში-11 თვის ჩვილი, სავარაუდოდ ქათმის წვნიანის მიღების გამო გარდაიცვალა

«ინტერპრესნიუსის» ინფორმაციით ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც ოჯახი აცხადებს, გარდაცვალებამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო.

გამყრელიძეები  აცხადებენ, რომ თბილისიდან ნათესავმა  ერთ-ერთი წარმოების ქათამი  გამოუგზავნეს, ოჯახი სწორედ ამ ქათამს უკავშირებს ბავშვის ინტოქსიკაციას.

წვნიანის მიღების შემდეგ ბავშვს ინტოქსიკაცია დაეწყო და ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარება დასჭირდათ ასევე ბავშვის მშობლებს, რომლებმაც ასევე იგივე საკვები მიიღეს.

«საკვების მომზადებამდე ქათმის შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე და როგორც ყველა დედამ, მეც ისე მოვამაზადე წვნიანი. ჯერ ბავშვმა ჭამა და შემდეგ ჩვენ. უცებ ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა. სასწრაფოს არ დაველოდეთ და საავადმყოფოში ნათესავის მანქანით გადავიყვანეთ, მიყვანიდან 2 საათში გარდაცვლილა ჩემი ბიჭი. მეც ცუდად ვიყავი და არ მახსოვს არაფერი. რატომ ყიდიან ასეთ საწამლავს, ჩემმა მეორე ბავშვმა არ ჭამა, მადლობა ღმერთს. ჩემი ქმარიც ცუდად გახდა. აიღეს ყველანაირი სინჯი და ველოდებით პასუხს, არ მინდა სხვებიც ამ მდმგომარეობაში ჩავარდნენ», — განაცხადა ელზა გამყრელიძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში ამინდი ხვალიდან მკვეთრად შეიცვლება

რუსმა ოკუპანტებმა 24 წლის საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

«ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე…-კახი კალაძეს გენერალური მდივნის პოსტიდან მაინც გადააყენებენ»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი