განცხადებები

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს, რომელიც პანკისის მიმართულებით ვითარების განსამუხტად მიემგზავრებდა (ვიდეო)

სპეცცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს რომ, 21 აპრილს როცა პანკისის ხეობაში დაპირისპირება მიმდინარეობდა, ის თბილისიდან პანკისის მიმართულებით ვითარების გასარკვევად და განსამუხტად მიემგზავრებოდა, თუმცა ის გზაში პოლიციამ დააკავა.

„მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი, სანამ ამათ მიერ მითითებული მანქანა არ მომაკითხავდა, ვიყავი მათთან ერთად მანქანაში, თავისუფლება აღკვეთილი.

პანკისის ხეობაში მივემართებოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ, ეს არ განსაზღვრა,“-განაცხადა მალხაზ  მაჩალიკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია «იბერიასთან» არავითარი კავშირი არ აქვს»- ეკა ბესელია

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება

Joni Kvaracxelia

«არ მინდა, დავით აღმაშენებელს შევედარო…ახალგაზრდებმა გადაიარონ ჩემზე, მე ვიქნები ხიდი»-მიხეილ სააკაშვილი

დატოვე კომენტარი