სხვადასხვა

მილანში 27 წლის ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია-ექსპერტიზის წინასწარ მონაცემები

31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი ვოკალისტი იზა ქავთარაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა.

იზა ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად იზა ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში ბავშვის ძიძად მუშაობდა იმისათვის, რომ სწავლის საფასური გადაეხადა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, გოგონა სწორედ ბავშვის დედამ — ფედერიკა ფაბიმ იპოვა საძინებელში გარდაცვლილი. როგორც იზა ქავთარაძის მამიდამ ამბობს, ოჯახისთვის უკვე ცნობილია გოგონას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

ია შალიკაშვილი, იზას მამიდა: საკონსულოდან დაგვირეკეს და გაგვაცნეს ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც, იზას გარდაცვალების მიზეზი არითმიით გამოწვეული გულის უკმარისობა გახდა, საბოლოო დასკვნა კი 60 დღეში იქნება. როგორც გვითხრეს, გადმოსვენება, სავარაუდოდ ორშაბათს მოხერხდება. რაც შეეხება ამისთვის საჭირო ხარჯებს, ზუსტად არ ვიცით… ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია და ჩართულია პროცესში, თუმცა, როგორც ვიცით, იტალიურმა ოჯახმა, სადაც იზა მუშაობდა, აქამდე საჭირო ყველა ხარჯი თვითონ გასწია მათ შორის სასახლის და სხვა დანარჩენისაც… სავარაუდოდ, გადმოსვენებისთვისაც ყველაფერს აკეთებენ.

კვირის პალიტრა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის-ანას ჩვენი დახმარება სჭირდება

Joni Kvaracxelia

ყველაზე უარყოფითად საზოგადოება განწყობილია ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის მიმართ

«პატრულ-ინსპექტორებმა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი