განცხადებები

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

«გარემოს ეროვნული სააგენტო» განცხადებას ავრცელებს:

«🌤25-27 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 მარტს +8, +13 გრადუსი იქნება, 26-27 მარტს +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 28 მარტს კვლავ ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
🌦აღმოსავლეთ საქართველოში 25 მარტს შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 26 მარტს უფრო აცივდება, ზოგან ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 27 მარტს +14, +19 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 მარტს დილის საათებში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიკლებს, 27 მარტს კი +18 გრადუსამდე მოიმატებს.»

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

ეს  მიდგომა პაციენტებს მძიმე გართულებებისგან იცავს-მარინა ენდელაძის რჩევა

roma sajaia

«ნიკა, ბრძოლა ბოლომდე!»-ნიკა მელიას, დედა მიმართავს

roma sajaia

«ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე»-ვახო ხუზმიაშვილი

დატოვე კომენტარი