სხვადასხვა

როგორ დამთავრდა დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი?

«ნაციონალური მოძრაობის» წევრი დავით კირკიტაძე,  კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღეს გურჯაანის სასამართლოში გაიმართა დავით კირკიტაძის პროცესი, მოსამართლემ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

„მისი მხრიდან მიმალვის საფრთხეზე იყო აქცენტი გაკეთებული. წინა სხდომაზე წარმოგიდგინეთ ხელმოწერები, ამჯერად კი ეს ადამიანები წარმოვადგინეთ ადგილზე. პატიმრობის განგრძობადობის შესახებ არ არსებობს საფუძველი. რადგან თავდები პირები არ იყვნენ წარმოდგენილი და თქვენ თქვით, რომ არ იყო მზაობა მათი მხრიდან კირკიტაძის თავისუფლებისა და მისი შემდგომო მოქმედების პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ პარლამენტის 11 მარტის მიმართვა სასამართლოსადმი. და 2000-მდე ადამიანის ხელმოწერა. აქ წარმოდგენილია სია, არინ წარმოდგენილი პირადი ნომრით და შეგიძლიათ თითოეული მათგანი გამოკითხოთ.

არ გაგიკეთებიათ განმარტება, თუ ანალოგიური ბრალდებით დაკავებულს უზრუნველყოფს გირაო, მაშინ კირკიტაძე, რომელიც თავისი ფეხით დაბრუნდა სხვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ეს ვერ გახდება მისი მხრიდან მიმალვის მიზეზი. აიდი და პასპორტი შესაძლებლობას მოუსპობს მას თუნდაც, ჰიპოთეტურად მიმალვის შესახებ. მას უნდა მიეცეს საშუალება პატიმრობის გარეშე სასამართლოს გაგრძელების საშუალება,“- განაცხადა დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შიშველი პუტინი ოქროს უნიტაზზე

«გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო…სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო»-გოგი წულაიას ემოციური წერილი საპატიმროდან

roma sajaia

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

დატოვე კომენტარი