განცხადებები

«ანაკლიის პორტი ეკუთვნის მხოლოდ ხალხს, სახელმწიფოს და არა რომელიმე ახირებულ ხელისუფალს ან თუნდაც რომელიმე ინვესტორს!!!»-თენგიზ ჯგუშია(ვიდეო)

“სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა   თენგიზ ჯგუშიამ ანაკლიაში  ბრიფინგი გამართა:

„ჩვენ დავიცავთ იმ ინვესტორების სახელებს, ვინც აპირებს ანაკლიის პორტის აშენებას. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული კორუმპირებული კომპანიები აპირებენ ამ პორტის შესყიდვას. ცდილობენ საერთაშორისო, ევროპულ კომპანიებს წაართვან ეს ბიზნესი და რუსულ კორუმპირებულ კომპანიებს გადასცენ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“ „ახლა ამ კომპანიის შემოყვანით საფრთხეს უქმნის ანაკლიის პორტის მშენებლობას, ის რეკრეაციულ ზონას გვართმევენ, აქ პორტის მშენებლობას აჩერებენ…შორს ხელები ანაკლიიდან, შორს ხელები ზუგდიდიდან“ „მაჟორიტარი ეკითხება ინფრასტრუქტურის მინისტრს, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტსო..ვინ კითხავს ცქიტიშვილის, ან ბახტაძეს და ან კიდევ სხვას ანაკლიის პორტის ამბებს, როცა კოლბის შუშებიან სასახლეში, ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

https://www.facebook.com/tengo1/videos/vb.1785431960/10210429918862693/?type=2&video_source=user_video_tab

ფაქტები.ჯი


მსგავსი პოსტები

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს

«ჩავატარეთ კვლევა:სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი ვიდრე იყო ადრე» (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

რისი რცხვენია და ვის უხდის ბოდიშს გენერალი თათუხაშვილი?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი