სოცქსელი

«ძალიან დიდი ინტერესით ვუყურე შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან…»

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას სამ ჟურნალისტთან დიდი ყურადღებით უყურა საქართველოს მოსახლეობამ. გაკეთდა ბევერი ანალიზი. ერთ-ერთი კი ლევან ფესვიანიძეა, ვინაც  სოციალური ქსელის საკუთარ გვერზე საკუთარი შეფასება დაწერა. გთავაზობთ ანალიზის სრულ ტექსტს:

«ძალიან დიდი ინტერესით ვუყურე შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან.
ჩემი აზრი ამ თემაზე:
1. ივანიშვილი კარგად მოამზადეს: მან ჩაატარა მიტინგი, რომლის დროსაც კითხვებს კი არ პასუხობდა, არამედ ამბობდა იმას, რის სათქმელადაც მოვიდა.
სათქმელის შინაარსი კი იყო შემდეგი: 6 წლის წინანდელი პროპაგანდისტური კლიშეები + ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა + «რუსთავი 2» რომ არა, ხალხი მიხვდებოდა, რომ სამოთხეში ცხოვრობს!.
2. კვესიტაძე სუსტი ჟურნალისტია. ძალიან ადვილად შეიძლებოდა საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეალური სახის დანახვება მაგრამ თუ ეს მოხდა ნაწილობრივ მაინც, კვესიტაძე აქ არაფერ შუაშია.
3. ივანიშვილი ძალიან არის დამფრთხალი იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ავრცელებს «რუსთავი 2» და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ტელეკომპანია რაიმენაირად მიახრჩოს.
4. თუ ივანიშვილს მართლა სჯერა, რომ ქვეყანა «საოცარ დემოკრატიაში» ცხოვრობს და ყვავის, საქმე მთლად ცუდად გვქონია — ე.ი. ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც საერთოდ არის მოწყვეტილი რეალობას. ამას სულ ცოტა ხანში შესაძლოა ძალიან ცუდი ამბები მოყვეს. «რუსთავი 2″-სადმი გამოთქმული პირდაპირი მუქარა ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელია.
5. ივანიშვილს და მის გარემოცვას კარგად ესმის, რომ არჩევნებში დამარცხებას შესაძლოა ხელისუფლების და შესაბამისად, მათი მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვა მოყვეს. ამიტომ ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ ზურაბიშვილი გაიყვანონ პრეზიდენტად. ხაზს ვუსვამ: ყველაფერზე,» — წერს ლევან ფესვიანიძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ყველგან გაუხსენო და შუბლზე ააკრა…»-რატომ დაუპირსპირდა ფერაძე დვალიშვილს?

roma sajaia

«ეს ზუგდიდია, ურიკას მიყრდნობილი კი 12 წლის ბავშვი!»-მიხეილ სააკაშვილი

«სახელმწიფო აღარ არი,ფაფუ!» — ბესიკ წერედიანი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი