განცხადებები

წულუკიანი მიესალმება ჩვენი მოქალაქეების გამოძევებას ევროპიდან?

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებისთ ჩვენი მოქალაქეები ჭარბობენ, რაზეც ევროკავშირის ქვეყნებმა წუხილი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ ევროპიდან და ვიზალიბერალიზაციის თემასაც გადახედავე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია: „მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი,“

მინისტრთა კაბინეტის წევრის თქმით, ისტორიული შედეგი მომავალ თაობას არ უნდა დავუკარგოთ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«2013 წლიდან ვწერდით ჩვენ,რომ ციხის კადრების ნაწილი დადგმულია ლადო ბედუკაძის მიერ,ხოლო კარანტინის დაშლის კადრები გიორგი ლომიამ გადაიღო»

სააკაშვილის განცხადება სწორია-უგულავა

roma sajaia

დატოვე კომენტარი