განცხადებები

«არაფრით არ მეგონა 2018 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე დავდგებოდი»-თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განცხადება გააკეთა:

„არ შემიძლია ამას გვერდი ავუარო, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ბატონ გრიგოლთან. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გუშინ წინ რუსთაველის თეატრში ვნახე ქალბატონ ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შეკრება და არაფრით არ შემიძლია არ ვთქვა, რომ და იქ იყვნენ ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები, ბევრიც არა. ბევრი არ იყო ღვაწლმოსილი, ბევრი ძალიან კარგი. ეს საქართველოა. ბევრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ შემოქმედებას. მე მათ თვალწინ გავიზარდე, ბევრს არ ვცემ პატივს, მაგრამ ეს ჩემთვის იყოს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ერთ რაღაცას, რომ არ არის ის ღვაწლმოსილი ხალხი მხოლოდ საქართველო, არა და არა. ქველმოქმედება არის უანგარობა, ქველმოქმედება, როდესაც მადლიერების საპირწონედ დამსახურებულ ხალხს წინ, სახელმწიფოებრიობას დაუდებ საპირწონედ, იმას ქველმოქმედება არ ჰქვია. ამას ძალიან კარგად გამიზნული ანგარება ჰქვია, ძალიან რბილად ვამბობ ამ სიტყვას,“ — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ»-ალიევი ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

«ქართულ ოცნებას» 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა არც ამით დაიქცევა ქვეყანა-ზაქარია ქუცნაშვილი

«ვინც იძახდა რუსეთი ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს»-ნინო ბურჯანაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი