განცხადებები

«ზურაბიშვილმა საქართველო იცის მოყოლით…ის ვერ მეტყველებს ქართულად»-პაატა ბურჭულაძე

ლანჩხუთში, გაერთიანებული ოპოზიციის  პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს პაატა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა:

„განვმარტავ, რას ნიშნავს უკუსვლა. თუ ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ შეიძლება „ოცნებამ“ თავისი კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა. მე არ ვუსურვებ ამას საქართველოს. ძალიან მინდოდა, რაღაც დადებითი მენახა მე კანდიდატში, მაგრამ ჩამოვთვალოთ“ ის არის ქართველი?- არ არის ქართველი. მან საქართველო იცის მოყოლით, მოუყვნენ, ვინ ვართ ქართველები. ის მეტყველებს ქართულად?- ის ვერ მეტყველებს ქართულად, ვერ გვაგებინებს, რა უნდა. ის არის პატრიოტი ამ ქვეყნის?ის არ არის პატრიოტი ამ ქვეყნის, რადგან მან თქვა, რომ ჩვენ დავუწყეთ ომი რუსეთს და ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი. გარდა ამისა, მის დაწერილ წიგნს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ უკვე სასამართლოებში, ევროპაში. დამისახელეთ ერთი თვისება. გეთანხმებით, ლამაზი ქალბატონია, მაგრამ სილამაზის გულისთვის შეიძლება მივცეთ მას ხმა?! ამიტომ ეს უკუსვლა უნდა მორჩეს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რუსეთის გაუფრთხილებლად აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 100 მეტი რაკეტა გაუშვეს ასადის რეჟიმზე

Joni Kvaracxelia

მმართველი გუნდი «თბილისი პრაიდის» ორგანიზებით მიმდინარე სემინარს გამოეხმაურა.

roma sajaia

«ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს!!ვირთხები გარბიან, ჩვენთან კი ვირთხები არ არინ»-თამარ ბაღაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი