სიახლენი

თბილისში არასრულწლოვანების ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

თბილისში ყავის სახლის ფილიალი გაქურდეს — ქურდობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ორი არასრულწლოვანია. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო-ჩანაწერი კომპანიის წარმომადგენელმა „ფეისბუქით“ გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ მოზარდები ყავის სახლის კარს, შემდეგ კი სალაროდან ფულს იღებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე მოზარდის ვინაობა დადგენილი აქვთ.
გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ვინ დააპატიმრეს კოჯრის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით

კობახიძე გიორგი მარგველაშვილის შესახებ

ჰავაი ძლიერი ქარიშხლის მოლოდინშია

დატოვე კომენტარი